სახელოსნოების მხარდაჭერის პროგრამა

სათემოს (სათემო განვითარების ცენტრი) ერთ-ერთი სტრატეგიული პროგრამაა - თემში შემოსავლის მომტანი საქმიანობების მხარდაჭერა;

პროგრამის ამოცანაა, სამიზნე თემებში შემოსავლების გენერირების მიზნით მცირე სოციალური საწარმოების იდეის პოპულარიზება, სხვადასხვა სახელოსნოს დაფუძნების წახალისება და მათი განვითარების მხარდაჭერა;

სახელოსნოების მხარდაჭერის პროგრამა ეფუძნება პროექტ ,,ნუკრიანის სახელოსნოების’’ (2007-2010) გამოცდილებას და მისი, როგორც წარმატებული მოდელის განზოგადებას. 

ხალხური რეწვის სახელოსნოები სოფელ ნუკრიანში, ,,კავკასიური სახლის’’ მიერ 2007 წელს დაფუძნდა და 2009 წელს სამართავად გადაეცა ადგილობრივ ორგანიზაციას სათემო კავშირი ,,ნუკრიანი’’.


სახელოსნოები აღმოჩნდა ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი თემის მობილიზაციის თვალსაზრისით. სახელოსნოებს, როგორც სოციალურ საწარმოს, ეკონომიკური ეფექტის გარდა, მნიშვნელოვანი გამაერთიანებლის ფუნქცია აქვს. ქალები, რომლებიც რეგულარულად მუშაობენ სახელოსნოში, სულ უფრო და უფრო მეტად გამოთქვამენ მზადყოფნას, იმუშაონ თემის საჭიროებების შესაბამისად. მათ მცირე, მაგრამ დამოუკიდებელი შემოსავალი გაუჩნდათ.

2010 წელს ,,კავკასიურმა სახლმა’’, ორგანიზაციის Brot fuer die Welt-ის (Bread for the World, Germany) ფინანსური მხარდაჭერით, მინანქრისა და საიუველირო სახელოსნო დააფუძნა სოფელ ნაფარეულში:

2007 წლიდან დღემდე სოფელ ნუკრიანსა და ნაფარეულში 150 ადამიანმა შეისწავლა სხვადასხვა ხელობა.

ნუკრიანის სახელოსნოების ბრუნვის დინამიკა კი ასე გამოიყურება:


#

სახეობა

2007

2008

2009

2010

ჯამი

1

თექის ნაწარმი

2330

5128

4468

8754

20680

2

ქვილთის ნაწარმი და თოჯინები

2571

1846

2740

3439

10596

3

ნაქსოვი პროდუქცია

-

230

205

100

535

4

მინანქარი

-

-

230

235

465

 

 





 

 

ჯამი ლარი

4091

7204

7643

12528

32276

 

2011 წლიდან სათემო განვითარების ცენტრი მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს ნუკრიანის და ნაფარეულის სახელოსნოებთან მათი მდგრადი განვითარების თვალსაზრისით.

რამდენადაც მიგვაჩნია, რომ სახელოსნოების დაფუძნების იდეა არის წარმატებული, ბევრი, მათ შორის თემის გააქტიურების თვალსაზრისით, ამ გამოცდილების გამეორებას, ,,სათემო განვითარების ცენტრის’’ საქმიანობის არეალის გაფართოების შემთხვევაში, სხვაგანაც შეეცდება.