ღვინის სუვენირი
    Facebook Tweeter Print
სათემო განვითარების ცენტრის მიმდინარე პროექტის ”შემოსავლის მომტანი საქმიანობებისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით” (მხარდამჭერი: ”პური მსოფლიოს” BfdW) ფარგლებში ნუკრიანის და ნაფარეულის ქალთა სახელოსნოების პროდუქციის კატალოგი გამოიცა

კახეთის რეგიონში სათემო განვითარების ცენტრი რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით მუშაობს. ერთ-ერთი სოფლად შემოსავლის მომტანი საქმიანობების, ქალთა თვითდასაქმების ხელშეწყობაა. სწორედ ამ მიზნით, 2007 წლიდან სოფელ ნუკრიანში, ხოლო 2010 წლიდან სოფელ ნაფარეულში ხალხური რეწვის სახელოსნოების დაფუძნებასა და განვითარებას უწყობს ხელს.

სოციალური საწარმო მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობისაგან იმით განსხვავდება, რომ ორმაგ მიზანს ემსახურება: ეკონომიკუსა და სოციალურს. აქედან უმთავრესი - სოციალურია. მნიშვნელოვანია სოციალური საწარმოს წვლილი სოციალური პობლემების მოგვარებასა და თემის განვითარებაში.

ნუკრიანისა და ნაფარეულის სახელოსნოებიც კახეთის რეგიონში სწორედ სოციალურ მიზნებს ემსახურება: უმუშევარი ქალების დასაქმებას, მათ ჩართვას სათემო განვითარების პროცესებში; სახელოსნოების საქმიანობაში ჩართულები არიან სოფლის მკვიდრი ქალები, რომელთა დიდი ნაწილისთვის ეს დასაქმების ერთადერთი საშუალებაა.

სახელოსნოების ძირითადი შემოსავალი, სათემო განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოფენა-გაყიდვები და ხალხური რეწვის ფესტივალებია; ასევე ბიზნესსექტორიდან მიღებული კორპორატიული დაკვეთები. ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად უწყობს ხელს სახელოსნოების სტაბილურ განვითარებას და აღრმავებს ურთიერთობას საზოგადოებასა და ბიზნესსექტორს შორის.

სათემო განვითარების ცენტრი იმედოვნებს, რომ კატალოგი ხელს შეუწყობს უფრო ფართო საზოგადოების, სხვადასხვა კომპანიების დაინტერესებას სახელოსნოების საქმიანობით, გაიზრდება შეკვეთები და გაყიდვები, რაც სახელოსნოებს სოციალური მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

ანა მარგველაშვილი
სათემო განვითარების ცენტრი

პუბლიაციის მისაღებად დაგვიკავშირდით satemocdc@gmail.com 
 

საკონტაქტო ინფორმაცია
 

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com