კულტურის პროგრამა

 კულტურის პროგრამა

 სათემო განვითარების ცენტრს მიაჩნია, რომ კულტურა და განათლება თემის განვითარების ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა.

კულტურული ღონისძიებები, როგორიცაა მაგალითად, მცირე სასოფლო ფესტივალები, საგანმანათლებლო აქტივობები, მაგ. ჭადრაკის, ცეკვის, ხალხური საკრავების, სიმღერის და დრამატული წრეები, საშუალებას გვაძლევს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიცვათ თემის (სოფლის) შიგნით და მათი პოზიტიური განწყობა დავიმსახუროთ.

ყოველივე ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალიზაციისთვის. მოსახლეობის დიდი ნაწილის ჩართვა რაღაც ტიპის ერთიან პროცესში, მაგალითად, შიდა სასოფლო ფესტივალებში ან ჭადრაკის ჩემპიონატში,  საშუალებას იძლევა ინერტული თემი და სოფლის ჩამქრალი კულტურული ცხოვრება ცოტა ხნით მაინც გამოვაცოცხლოთ. ერთობლივ ღონისძიებაში მოსახლეობის მონაწილეობა  ხელს უწყობს ,,საერთო საქმის’’ (civic sense) დიდი ხნის წინ ატროფირებული გრძნობის რაღაცნაირ რეანიმაციას, ეს კი  უპირველესი საფუძველია ზოგადად  მოქალაქეობისა  და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისათვის. ასე რომ, ასეთი ღონისძიებების სოციალური მნიშვნელობაც უდავოა.

 ამ მიდგომის ფარგლებში, ჩვენი ძირითადი მიმართულებებია:

 პროგრამა კულტურის კალენდარი

სასოფლო სკოლის, ბიბლიოთეკის, კულტურის სახლისა თუ კლუბის ბაზაზე სისტემატური კულტურული ღონისძიებები, ახალისებს ცხოვრებას სოფლად, ახალგაზრდებს საინტერესო ინფორმაციას აწვდის და აღვიძებს მათ ინტერესს სხვადასხვა საკითხების მიმართ; ეს ღონისძიებები შეიძლება იყოს შეხვედრები მოწვეულ სტუმრებთან, მწერლებთან, პოეტებთან, მსახიობებთან, დოკუმენტური ფილმების ჩვენება და განხილვა, ლიტერატურული საღამოები, ხელგარჯილობის გაკვეთილები, გამოფენები  და სხვ.

 სოფლის ზეიმები, სახალხო ფესტივალები:

სასოფლო დღესასწაულების, ხალხური რეწვისა და ტრადიციების ფესტივალების ორგანიზებით ხდება დიდი რაოდენობით ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაკმაყოფილება და მათი მოზიდვა-გააქტიურება; გარდა სოციალური და ინკლუზიური მნიშვნელობისა, ამ ზეიმებს თან სდევს  ეკონომიკური ეფექტი  და ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის გაძლიერება, რაც პირდაპირ აისახება სოფლის მაცხოვრებელთა კეთილდღეობასა და დაინტერესებაზე, მონაწილეობა მიიღონ ამგვარ ღონისძიებებში;

სოფლის ფესტივალები და ზეიმები 2008-2010 წწ.

 

სათემო განვითარების ცენტრის დამფუძნებელი ორგანიზაცია ,,კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავაკსიური სახლი’’ სისტემატურად აწყობდა სასოფლო ზეიმებს სოფელ ნუკრიანში; 2009 და 2010 წლებში პროგრამის ,,გადავარჩინოთ ჩვენი სოფელი’’ ფარგლებში სოფელ ნუკრიანში ჩატარდა: ხალხური რეწვის, კულინარიისა და შემოქმედების ფესტივალი; 2011 წლიდან აღნიშნული ფესტივალი უკვე ,,სათემოს’’ ეგიდით ჩატარდება და არა მხოლოდ სოფელ ნუკრიანში;

 

ხალხური რეწვის, კულინარიისა და შემოქმედების ფესტივალთან დაკავშირებული საინტერესო ბმულები:

 

თაზო კუპრეიშვილის ფესტივალის შესახებ


forum.vinoge.com

 

,,კავკსიური სახლის’’ არხზე: http://www.youtube.com/watch?v=ijO0IzvW8FM 2009

http://www.youtube.com/watch?v=ribk1FAM7lE&feature=related 2010