წიგნების სოფ. ერისიმედის ბიბლიოთეკისათვის
    Facebook Tweeter Print

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაცები სათემო კავშირი "ნუკრიანი" და "სამოქალაქო ინიციატივა - Civic Initiative" ერთობლივად ახორცილებენ პროექტის “ინტერეაქცია თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის ინტერენტ-სამოქალქო ჩართულობის გზით“, რომელიც ხორციელდება ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით.

2013 წლის მაისში ორგანიზაციების წარმომადგენლები სოფელ ერისიმედში გაემგზავრნენ, სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ პრობლემებსაც გაეცვნენ. ერისიმედი - სიღნაღიდან 65 კილომეტრთ დაშორებული საზღვირსპირა სოფელია. სოფელში 340 მოსახლე ცხოვრობს. სოფლის აღმოსავლეთით მდებარეობს მუსულმან ქართველთა (ინგილოთა) სოფელი ითი-თალა. სოფელში ერთი სკოლა 2011 წელს აშენდა და 75 მოწაფე სწავლობს.  შეხვედრაზე ადგილობრივებმა ერთ-ერთ პრობლემად დაასახელეს, სოფელში ბიბლიოთეკის არ არსებობა - „აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ერისიმედი ახალგაზრდა სოფლად ითვლება იმ თვალსაზრისით, რომ ადგილობრივების ძირითადი ნაწილი საშუალო და 30 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. ამის მიუხედავად ახალგაზრდებს ხელი არ მიუწვდებათ კულტურულ-საგანმანათლებლო ან სპორტული დაწესებულებით სარგებლობაზე. მეტიც, ბავშვებსა და ახალგაზრდებს არ შეუძლიათ ისარგებლონ არც სკოლის და არც სოფლის ბიბლიოთეკით, რადგან ბიბლიოთეკა ერის იმედში არ არსებობს. პრობლემები განთავსდა ვებ-გვერდზე: http://chemisofeli.ge

სათემო განვითარების ცენტრი წლებია აქტიურად მუშაობს კახეთში სხვადასხვა მიმართულებებით: ადგილობრივი შესაძლებლობებისა და სამიზნე სოფლებში თემის განვითარების პროგრამების განხორციელება,  კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერება და შემოსავლის მომტანი საქმიანობების მხარდაჭერა. სათემო განვითარების ცენტრი რეგიონში არაერთი სამოქალაქო ინიციატივის მხარდამჭერი და ორგანიზატორია.

ერისიმედის ბიბლიოთეკის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, სათემო განვითარების ცენტრმა წამოიწყო აქცია ბიბლიოთეკისათვის წიგნების შეგროვების მიზნით.  აქციას  „ერთად მოვაგროვოთ წიგნები“ ასევე სოფ. ჯუგაანის ადმინისტრაცია და საჯარო სკოლის თვითმმართველობა (სოფელში კარდაკარ შეგროვდა წიგნები). 

აქციას, რომლის კამპანიაც სოციალური ქსელით მიმდინარეობდა სხვადასხვა გამომცემლობები (დიოგენე, ძია ნოდარის ჭიგნები, კავკასიური სახლი, ლოგოსპრესი), კერძო პირები და არასამთვრობო ორგანიზაციებიც შემოურთდნენ. აქციის ბანერი განთავსდა ვებ-გვერდზე: www.kids.ge.

სათემო განვითარების ცენტრი ინციატივას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი რუსუდან ასათიანიც შეურთდა და მათი ძალისხმევით სიღნაღის ბიბლიოთეკების გაერთიანება საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციაში გაერთიანდა.

2013 წლის 10 ივლისს სათემო განვითარების ცენტრის, კავშიი „ნუკრიანის“, ორგანიზაცია "სამოქალაქო ინიციატივა - Civic Initiative" -ის ორგანიზებით და სხვადასხვა ორგანიზაციების მონაწილეობით სოფელ სოფელ ერისიმედის ბიბლიოთეკას 500 ზე მეტი წიგნი გადაეცა.

საორგანიზაციო საკითხები თავის თავზე აიღო სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

წიგნების გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდნენს სათემო კავშირის ნუკრიანის, სათემო განვითარების ცენტრისა და ადგილობრივი  მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ბიბლიოთეკების ასოციაციის წარმომადგენლება სიღნაღის მუნივიპალიტეტის საბიბლიოთეკო ასოციაციას 700 მდე წიგნი გადასცეს და გააფორმეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.

დიდი მადლობა ყველას აქციაში მონაწილეობისათვის.

 

 

 

 



მთავარი

საკონტაქტო ინფორმაცია
 

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com