თანამშრომლობა კულტურის სფეროში - პროექტის დასასრული
    Facebook Tweeter Print

2011 წლის 26 ივლისს, სოფელ ნაფარეულში, სასტუმროში ,,ლოპოტა’’ გაიმართა ,,კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლის” პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი ხელისუფლება კახეთის რეგიონის განვითარებისათვის”  - შედეგების პრეზენტაცია.

შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის წარმომადგენელი ქალბატონი ჰელგა პენდერი, კახეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების და პროექტში ჩართული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

პრეზენტაციაზე ,,კავკასიურმა სახლმა’’ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ინფორმაცია პროექტის მსვლელობისა და მიღწეული შედეგების შესახებ. პრეზენტაციები გააკეთეს ასევე, ორგანიზაციების 


4)      კავშირი ,,ნაფარეული”

5)      სათემო კავშირი ,,ნუკრიანი’’

6)      მედია ცენტრი - კახეთი
 

წარმომადგენლებმა, რომლებმაც ზემოთაღნიშნული პროექტის ფარგლებში, კულტურის სფეროში მცირე პროექტები განახორციელეს.
 
პროექტი ,,სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი ხელისუფლება კახეთის რეგიონის განვითარებისათვის’’ 2010 წლის თებერვლიდან ხორციელდებოდა კახეთის რეგიონში, ევროკავშირის, dvv international, ფონდი HORIZON და ორგანიზაცია ,,პური მსოფლიოსთვის’’ ფინანსური მხარდაჭერით. 


პროექტს ახორციელებდა კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლის რეგიონული განვითარების პროგრამა.  სწორედ აღნიშნული პროექტის მსვლელობისას ,,კავკასიურმა სახლმა’’ რეგიონული განვითარების პროგრამის ბაზაზე დააფუძნა ,,სათემო განვითარების ცენტრი’’.

 



მთავარი

საკონტაქტო ინფორმაცია
 

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com