
სათემო განვითარების ცენტრი ახალ, რეგიონულ განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტს იწყებს!
სათემო განვითარების ცენტრი და ჟეშუვის (პოლონეთი) რეგიონული განვითრების სააგენტო იწყებენ ერთობლივი პროექტს „სოციალური ეკონომიკა - კახეთის რეგიონის განვითარების შესაძლებლობა.“
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამის მიერ.
პროექტის ფარგლებში თელავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფუძნებისა და განვითარების ხელშეწყობა. კონკურსის წესით შეირჩევა სასოფლო-სამეურნეო სფეროში, კოოპერატიული საქმიანობით დაინტერესებული ჯგუფები, მოხდება მათი გადამზადება, ბიზნეს-გეგმის შემუშავება, სათანადო კონსულტაციების გაწევა და ბაზისური დაფინანსების გაცემა. სულ პროექტის ფარგლებში დაფინანსდება ოთხი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. უპირატესობა ენიჭება ქალთა ინიციატივებს.
უახლოეს ხანში გამოცხადდება პირველი შესარჩევი კონკურსი.
საკონტაქტო ინფორმაცია
0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ. (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com