სიღნაღი კულტურისთვის
    Facebook Tweeter Print

სათემო განვითრების ცენტრი (CDC), სათემო კავშირთან ” ნუკრიანი” (CUN) და კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), პარტნიორობით იწყებს პროექტის, ” სიღნაღი კულტურისათვის” განხორციელებას. პროექტის მხარდამჭერია აღმოსავლეთ-დასავლეთის  მართვის ინსტიტუტის პროგრამა - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება“ (EWMI / G-PAC).

სიღნაღის მუნიციპალიტეტი მდიდარია კულტურის სხვადასხვა  რესურსით, მუნიციპალური მნიშვნელობის მუზეუმებით, ბიბლიოთეკებით, სამუსიკო სკოლებით, სახელოსნოებითა და ხელოსნებით. ამჟამდ მუნიციპალიტეტში არ არსებობს რესურსების ერთიანი აღწერა (მეპინგი)  და ხედვა, თუ როგორ შეიძლება არსებული რესურსები მუნიციპალიტეტის კულტურულ-ტურისტული განვითარების პროცესებში იყოს ჩართული და ეფქტურად ამოქმედებული;

პროექტის მიზანია სიღნაღის მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრების განვითარებისა და არსებული პოტენციალის სრულად ამოქმედების მიზნით კულტურის სფეროში ეფექტური მუნიციპალური პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა და ადგილობრივ საზოგადოებრივ ჯგუფთან ერთად მისი ადვოკატირება.

პროექტი ორი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება:

1.სიღნაღის მუნიციპალიტეტში საზოგადოების მობილიზება კულტურის სტრატეგიის შემუშავების მიზნით.

ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან ერთად მოხდება  კულტურის რესურსების გამოვლენა და აღწერა. დოკუმენტის საფუძველზე მოწვეული ექსპერტები შეიმუშავებენ ცალკეული მიმართულების განვითარების გეგმებსა და რეკომენდაციებს. ასევე მოხდება ოთხი უცხოური გამოცდილების დამუშავება: მუნიციპალური კულტურის პოლიტიკა პოლონეთში, უნგრეთში, გერმანიასა და შვედეთში.

2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან წარდგენა.

მეორე კომპონენტი გულისხმობს ადგილობრივი საზოგადოებისა და მოწვეული ექსპერტების ჩართულობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურის პოლიტიკის და რეკომენდაციების შემუშავებას. პროექტის შემაჯამებელ ეტაპზე გამოიცემა პუბლიკაცია, რომელიც მოიცავს მეფინგის დოკუმენტს, თემატურ სტატიებსა და კულტურის პოლიტიკის დოკუმენტს.

აღნიშნული მიდგომა და მეთოდოლოგია შესაძლოა მაგალითად გამოიყენონ სხვა მუნიციპალიტეტებმაც მსგავსი საქმიანობის დაგეგმვისა და წარმართვის პეროცესში.

 



მთავარი

საკონტაქტო ინფორმაცია
 

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com