შემოწირულობა სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმის ეზოს შემოსაღობად
    Facebook Tweeter Print

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება, სანდრო ახმეტელის მუზეუმის ადმინისტრაცია და თანამშრომლები წლების მანძილზე თავდაუზოგავი შრომის ფასად ინახავენ სანდრო ახმეტელის სახლ- მუზეუმსა და მუზეუმში დაცულ მნიშვნელოვან ნივთებსა თუ ისტორიულ საარქივო მასალას. ბიუჯეტის სიმცირის გამო მუზეუმში ბევრი პრობლემა დაგროვდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმის ტერიტორიის ნაწილის შემოღობვაა მავთულის ბადით: ღობის არარსებობის გამო მუზეუმის ეზოში შედის საქონელი, რის გამოც  ბინძურდება ეზო და ჩნდება სხვადახვა ხარისხის ანტისანიტარიული კერები, ნადგურდება ნარგავები ეზოში.

1937 წელს რეპრესირებული სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმის ტერიტორიის შემოსაღობად (მხოლოდ ერთი მხარე)  საჭიროა მავთულის ბადის გაკეთება; საჭირო მასალის ღირებულება შეადგენს 630 ლარს;  

  • მავთულის ღობე – 40 მეტრი - 220 ლარი;
  • ცემენტი 10 ტომარა - 130 ლარი;
  • ქვიშა – ერთი მანქანა - 120 ლარი;
  • საყრდენი  ბოძები 15 ცალი - 60 ლარი;

სამუზეუმო გაერთიანებამ სათემო განვითარების ცენტრს დახმარების წერილით მომართა. რამდენადაც სათემო განვითარებს ცენტრს ამ იდეის განხორციელებისათვის არ გააჩნია თანხა, გადავწყვიტეთ დახმარების თხოვნით მიმვმართოთ საზოგადოებას.

 

დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ აღნიშნული ინიციატივისათვის, სათემო განვითარების ცენტრის მიერ  გახსნილ ანგარიშზე:

 

ს/ს საქართველოს ბანკი; ბანკის კოდი BAGAGE22; გაგარინის ქ.29ა, თბილისი 0160;

მიმღები: ააიპ სათემო განვითარების ცენტრი

მიმღების ანგარიში: GE79BG0000000340753501

დანიშნულება: სანდრო ახმეტელის ს/მ ეზოს შემოღობვა / შემოწირულობა

 

შესყიდვის დოკუმენტაცია და შემოღობვის ფოტო-მასალა გამოქვეყნდება სათემო განვითარების ცენტრის სოციალურ ქსელის და ვებ- გვერდებზე www.satemo.ge.

 

 

მასალის ტრანსპორტირებას თავის თავზე იღებს  ორგანიზაცია სათემო განვითარების ცენტრი, ხოლო მუშახელს გამოყოფს სიღნაღის მუნიციპალიტეტი. სიღნაღის მუნიციპალიტეტი წლის ბოლომდე ეცდება სახლ-მუზეუმის ავარიული კიბის შეკეთებასაც.

 

თანხის დროულად შეგროვების შემთხვევაში, სწორედ სანდრო ახმეტელის გარდაცვალების (დახვრეტის) დღეს 29 ივნისს დავიწყებთ მისი სახლ-მუზეუმის შემოღობვას.

 

  

 

*** 

სანდრო ახმეტელი 1886 –1937 ქართველი რეჟისორი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ს. ახმეტელი თავისუფალი აზროვნებისთვის 1930 წლიდან იდევნებოდა. (1930 წელს  მოსკოვის თეატრში ახემეტელის  დაიდგა  “ლამარას” (გრიგოლ რობაქიძის რომანის მიხედვით). საბჭოთა ხელმძღვანელების მოთხოვნის მიუხედავად, ახმეტელმა უცხოეთში ემიგრირებული რობაქიძის პიესა რეპერტუარიდან არ მოხსნა, რაც თეატრში ნაციონალური სულის მკაფიო გამოხატულებად მიიჩნიეს და  1930 წელს, ბერიას უშუალო ბრძანების საფუძველზე, რუსთაველის თეატრი გასტროლებზე აღარ გაუშვეს. 1936 წლის 19 ნოემბერს დააკავეს სანდრო ახმეტელი. მისი დაპატიმრების შესახებ დადგენილება 1936 წლის 5 დეკემბერს გამოიცა, თავად ახმეტელს წარედგინა 7 დეკემბერს – დაკავებიდან 18 დღის შემდეგ. სანდრო ახმეტელი პროკურორის სანქციის გარეშე დააპატიმრეს. პროკურორს მონაწილეობა არ მიუღია არც წინასწარ გამოძიებაში და არც სასამართლო პროცესში. მისი წამება 22 დღე გრძელდებოდა საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პირველი 3 თვის განმავლობაში ის ყველა ბრალდებას უარყოფდა, მაგრამ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ ყველა წაყენებული ბრალდება აღიარა. ბერიას მითითებით, სასტიკი წამებისგან დაუძლურებული სანდრო ახმეტელი ღია მანქანით რუსთაველზე გაატარეს, რათა ხალხს ენახა, რა ბედი ელოდა “ხალხის მტერსა და მავნებელს”. ბერიას ეს აქტი მიზნად ისახავდა თეატრის წინ საგანგებოდ გამოყვანილი მსახიობების დაშინებასაც.

კომუნისტურმა რეჟიმმა სანდრო ახმეტელი ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა. ამასთანავე, მას ტროცკისტულ-ზინოვიევური ორგანიზაციის წევრობა და ხელოვნების სფეროში მავნებლური საქმიანობა ედებოდა ბრალად: თითქოს ახმეტელს, სხვა რესპუბლიკების ეროვნული თეატრების ხელმძღვანელობის ხელშეწყობით, მეამბოხეთა სამხედრო დაჯგუფებები ჰქონდა შექმნილი ბაქოში, სოხუმში, გროზნოსა და თბილისში. ტერორისტულ ორგანიზაციაში თანამონაწილეობა არ აკმარეს და რეჟისორს ისიც კი დააბრალეს, რომ ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის ფიზიკური განადგურება ჰქონდა განზრახული. დააპატიმრეს მეუღლეც თამარ წულუკიძე-ახმეტელი.

1937 წლის 28 ივნისს ალექსანდრე ახმეტელს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა (ქონების კონფისკაციით); ხოლო თამარ წულუკიძე-ახმეტელს – ათი წლით თავისუფლების აღკვეთა. ს. ახმეტელი 1937 წლის 29 ივნისს დახვრიტეს. 1956 წლის 11 თებერვალს საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ალექსანდრე ახმეტელის და მისი მეუღლის თამარ წულუკიძე-ახმეტელის რეაბილიტაცია მოახდინა

 

სანდრო ახმეტელის მუზეუმი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში 1979 წლიდან ფუნქციონირებს. მუზეუმში დაცულია სანდრო ახმეტელის (1986-1937 წწ.) მემორიალური ნივთები, ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, რეჟისორის მიერ განხორციელებული სპექტაკლების მაკეტები, თეატრალური ესკიზები, ფოტო და დოკუმენტური მასალები.



 



მთავარი

საკონტაქტო ინფორმაცია
 

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com