შემოსავლის მომტანი საქმიანობების წახალისება კახეთის რეგიონში
    Facebook Tweeter Print




შემოსავლის მომტანი საქმიანობების წახალისება კახეთის რეგიონში

 

პოლონურ არასამთავრობო ორგანიზაცია B4 -თან პარტნიორობითსათემო განვითარების ცენტრიკახეთის რეგიონში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს

 

პროექტი „ბიზნესის სტარტისთვის“

 

პროექტი, 2012 წლის მაისში დაიწყო და განხორციელდება კახეთის სამ მუნიციპალიტეტში, კერძოდ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, ქ. გურჯაანსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში.

პროექტი მიზნად ისახასავს ხელი შეუწყოს მიზნობრივ სოფლებში მცხოვრები ქალების მიერ მცირე მეწარმეობის დაწყებას და  თვით-დასაქმებას. პროექტის განხორციელება დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას კახეთის რეგიონის მიზნობრივ მუნიციპალიტეტბში  და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

 

პროექტის მიზნობრივი ჯგუფია, სოფ. ნუკრიანში, ნაფარეულში და ქ. გურჯაანში მცხოვრები დაუსაქმებელი ქალები, რომლებსაც სურვილი აქვთ დაიწყონ საკუთარი მცირე ბიზნესი. გარდა იმისა, რომ პროექტის ფარგლებში საუკეთესო ბიზნეს-წინადადებებისთვის გრანტი გაიცემა, ჩართული ქალები უზრუნველყოფილნი იქნებიან სათანადო კონსულტაციებით და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალებით.

 

პროექტის ფარგლებში:

  • შეირჩევა და გადამზადდება სოფელ ნუკრიანის, ნაფარეულისა და ქ.გურჯაანის მკვიდრი  60 ქალი - მცირე ბიზნესის დაწყებასა და მის გაძღოლაში.
  • კონკურსის შედეგად, 20 მონაწილე მიიღებს გრანტს, საკუთარი ბიზნესის დაწყებისთვის. ბიზნეს-პროექტების მომზადებაში მათ პროექტში ჩართული კონსულტანტები დაეხმარებიან.
  • გაუმჯობესდება ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციის ”სათემო განვითარების ცენტრი” ტექნიკური და საკონსულტაციო შესაძლებლობები, რამდენადაც ორგანიზაციის 5 თანამშრომელი აიმაღლებს კვალიფიკაციას ბიზნეს კონსულტაციის სფეროში.
  • დამატებითი ინფორმაცია განთავსდება პროექტის ვებ-გვერდზე, რომელიც უახლოეს ხანში შეიქმნება.

პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციები:

  • სათემო კავშირი ”ნუკრიანი” 
  • მედია-ცენტრი კახეთი და გაზეთი ”კახეთის ხმა”
  • კავშირი ”ნაფარეული”

 

„პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პოლონეთის საგარეო დახმარების პროგრამის ფარგლებში 2012 წ.

 

"წინამდებარე პუბლიკაცია გამოხატავს მხოლოდ ავტორის შეხედულებებს და არ შეიძლება

 ჩაითვალოს პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციად"

 

 



მთავარი

საკონტაქტო ინფორმაცია
 

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com