სათემო განვითარებაზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა
    Facebook Tweeter Print

სათემო განვითარებაზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა

 

2012 წლის 28–29 ივნისს, ლოპოტაზე შედგა სათემო განვითარებაზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების მორიგი სამუშაო შეხვედრა (ორგანიზაცია EED–ის და „პური მსოფლიოსთვის“ ფინანსური მხარდაჭერით). შეხვედრაში საერთაშორისო ორგანიზაციების EED-ისა და „პური მსოფლიოსთვის“-ის პარტნიორი 9 ორგანიზაცია მონაწილეობდა. წარმატებით განხორციელებულმა ერთობლივი გამოცემის პროექტმა პარტნიორ ორგანიზაციებს უფრო სიღრმისეული და სტაბილური თანამშრომლობის სურვილი გაუჩინა. სწორედ, გაერთიანების ფორმების, სტრუქტურის და სტრატეგიის განსაზღვრას მიეძღვნა ზევით აღნიშნული შეხვედრა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ გაერთიანების საწყისს ეტაპზე არაფორმალური კოალიციის სტატუსი ჰქონდეს. ამავე შეხვედრაზე შემუშავდა მისი მისია და სტრატეგიული მიმართულებები, ასევე გაიწერა დეტალური ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.

 

პირველ ეტაპზე იგეგმება თავად კოალიციის და მომზადებული პუბლიკაციის ერთობლივი პრეზენტაცია, რომელიც სავარაუდოდ 2012 წლის ბოლომდე ჩატარდება

 

შეხვედრის მონაწილე ანუ არაფორმალური კოალიციის წევრები არიან:

 

·         სათემო განვითარების ცენტრი

·         საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

·         საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია

·         კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

·         კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი - სენი

·         იძულებით გადაადგიილებულ ქალთა ასოციაცია ”თანხმობა”

·         ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია -  ელკანა

·         სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

·         კავშირი ”რეა”

 

 



მთავარი

საკონტაქტო ინფორმაცია
 

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com