სათემო განათლების ცენტრი სოფელ ნაფარეულში
    Facebook Tweeter Print
სათემო განათლების ცენტრი სოფელ ნაფარეულში

2013 წელს  ორგანიზაციამ "სათემო განვითარების ცენტრი" სოფელ ნაფარეულში სათემო განათლების ცენტრს დააფუძნებს. შენობა, რომელიც სოფლის ცენტრში ორგანიზაციამ შეიძინა, ამჟამად რემონტდება.

შენობის შეძენა და გარემონტება მოხდა გერმანული ორგანიზაცია "პური მსოფლიოს" ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის "სათემო ინიციატივების განვითარების მხარდაჭერა კახეთის რეგიონში". 2014 წლის ზაფხულში აქ ნატალია ზაზაშვილის სახელობის სათემო განათლების ცენტრი გაიხსნება და სოფლის მაცხოვრებლებს სხვადასხვა ტრენინგსა და სასწავლო კურსს შესთავაზებს. განსაკუთრებული ყურადღება სახელობო სწავლება დაეთმობა. გარდა სათემო განვითარების ცენტრის ფილიალისა, შენობაში განთავსდება ნაფარეულის სახელოსნოები: ტექსტილის, მინანქრის და კერამიკის მიმართულებები.
კერამიკის სახელოსნოსთვის ინვენტარის შეძენა, კურსის ჩატარება და ზოგადად სახელოსნოს დაფუძნება რამდენიმე დონორის თანადაფინანსებით მოხდა: ორგანიზაცია "პური მსოფლიოს" (BfdW), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და dvv international. სწორედ აღნიშნული ორგანიზაციების მხარდაჭერამ განაპირობა კერამიკის სახელოსნოს აღჭურვა მეთუნეობისათვის საჭირო თანამედროვე ინვენტარით, ავეჯით და სასწავლო კურსის ჩატარება.
13-19 ოქტომბერს, ფონდი ტრამის, სათემო განვითარების ცენტრის, თიხის ოფისის და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული თელავის სახელოვნებო ფესტივალის "NEW ნადიმი" ფარგლებში, ნაფარეულის სათემო განათლების ცენტრის ბაზაზე უცხოელი კერამიკოსები იმუშავებენ ქართველ კოლეგებთან ერთად.



მთავარი

საკონტაქტო ინფორმაცია
 

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com