საკოორდინაციო შეხვედრა კახეთში
    Facebook Tweeter Print
სათემო განვითარების ცენტრის (ჩDჩ) ინიციატივით და ორგანიზებით, 19-20 დეკემბერს ლოპოტას სასტუმრო კომპლექსში კახეთის რეგიონში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. 
შეხვედრა ჩატარდა ჩDჩ მიმდინარე პროექტის ,,შემოსავლის მომტანი საქმიანობებისა და რეგიონული განვითარების მხარდაჭერა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით’’ ფარგლებში, გერმანული ორგანიზაცია ,,პური მსოფლიოსთვის” ფინანსური მხარდაჭერით. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც თბილისში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო, ასევე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 
საკოორდინაციო შეხვედრის მიზანი იყო, კახეთის რეგიონში სხვადასხვა განვითარების პროგრამებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობებისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გაცვლა. ასევე რეგიონში სამოქალაქო აქტივობების სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ მსჯელობა ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მოქმედი სსო-ებისა და დონორი ორგანიზაციების ჩართულობით; მსგავსი შეხვედრის ორგანიზება სათემო განვითარების ცენტრის პირველი მცდელობა იყო. ამჯერად შეხვედრას მხოლოდ 25 ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა,  რაც რა თქმა უნდა, რეალურად ვერ ასახავს კახეთის რეგიონში მომუშავე ორგანიზაციების რაოდენობას.
გარდა ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლისა და ერთმანეთის მუშაობის უკეთ გაცნობისა, სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა კახეთის რეგიონის მასშტაბით სამომავლო  ქსელურ მუშაობაზეც იმსჯელეს.  დამსწრე ორგანიზაციების წარმომადგენლები პოზიტიურად აფასებენ საკოორდინაციო შეხვედრას და სამომავლოდ მსგავსი ტიპის მუშაობის გაგრძელებას უჭერენ მხარს. სათემო განვითარების ცენტრის ერთ-ერთი პროგრამული ამოცანაა, კახეთის რეგიონის განვითარების მხარდასაჭერად ხელი შეუწყოს კოორდინირებულ მუშაობას არა მარტო რეგიონში მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებს, არამედ სექტორებს შორისაც. აქედან გამომდინარე ორგანიზაცია განაგრძობს მსგავსი საკოორდინაციო, თემატური შეხვედრების ორგანიზებას რეგიონის მასშტაბით და  მომავალ წელს ეცდება საკოორდინაციო სამუშაო შეხვედრის მუშაობაში ადგილობრივი მედიის, ბიზნესის და თვითმართველობის წარმომადგენლებიც ჩართოს. 
სათემო განვითარების ცენტრის (CDC) ინიციატივით და ორგანიზებით, 19-20 დეკემბერს ლოპოტას სასტუმრო კომპლექსში კახეთის რეგიონში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. 
შეხვედრა ჩატარდა CDC მიმდინარე პროექტის ,,შემოსავლის მომტანი საქმიანობებისა და რეგიონული განვითარების მხარდაჭერა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით’’ ფარგლებში, გერმანული ორგანიზაცია ,,პური მსოფლიოსთვის” ფინანსური მხარდაჭერით. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც თბილისში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო, ასევე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 
საკოორდინაციო შეხვედრის მიზანი იყო, კახეთის რეგიონში სხვადასხვა განვითარების პროგრამებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობებისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გაცვლა. ასევე რეგიონში სამოქალაქო აქტივობების სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ მსჯელობა ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მოქმედი სსო-ებისა და დონორი ორგანიზაციების ჩართულობით; მსგავსი შეხვედრის ორგანიზება სათემო განვითარების ცენტრის პირველი მცდელობა იყო. ამჯერად შეხვედრას მხოლოდ 25 ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა,  რაც რა თქმა უნდა, რეალურად ვერ ასახავს კახეთის რეგიონში მომუშავე ორგანიზაციების რაოდენობას.
გარდა ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლისა და ერთმანეთის მუშაობის უკეთ გაცნობისა, სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა კახეთის რეგიონის მასშტაბით სამომავლო  ქსელურ მუშაობაზეც იმსჯელეს.  დამსწრე ორგანიზაციების წარმომადგენლები პოზიტიურად აფასებენ საკოორდინაციო შეხვედრას და სამომავლოდ მსგავსი ტიპის მუშაობის გაგრძელებას უჭერენ მხარს. სათემო განვითარების ცენტრის ერთ-ერთი პროგრამული ამოცანაა, კახეთის რეგიონის განვითარების მხარდასაჭერად ხელი შეუწყოს კოორდინირებულ მუშაობას არა მარტო რეგიონში მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებს, არამედ სექტორებს შორისაც. აქედან გამომდინარე ორგანიზაცია განაგრძობს მსგავსი საკოორდინაციო, თემატური შეხვედრების ორგანიზებას რეგიონის მასშტაბით და  მომავალ წელს ეცდება საკოორდინაციო სამუშაო შეხვედრის მუშაობაში ადგილობრივი მედიის, ბიზნესის და თვითმართველობის წარმომადგენლებიც ჩართოს. 




მთავარი

საკონტაქტო ინფორმაცია
 

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com