ქართული ანბანი - ქართული ორნამენტი

საწარმოების განვითარებისათვის. ორგანიზაციის პარტნიორი სახელოსნოები ნუკრიანსა
და ნაფარეულში მრავალფეროვან პროდუქციას აწარმოებენ. ერთობლივი ძალისხმევით სისტემატიურად
ხდება ახალი თემატური მიმართულების დამუშავება.
2013-2014 წლებში, სათემო განვითარების ცენტრის ინიციატივით, ექსკლუზიურად ნუკრიანისა და
ნაფარეულის სახელოსნოებისათვის შეიქმნა ქართული ანბანის მხატვრულ-დეკორაციული ვერსია.
ანბანის ცალკეული ასოს გამოყენება ხდება ხალხური რეწვის და სხვა პროდუქციის (თექა, ტექსტილი,
მინანქარი, ქსოვა, ქარგვა, კერამიკა) წარმოების პროცესში - ორნამენტის სახით. ამით სახელოსნოები
ქართული ანბანის პოპულარიზაციას უწყობენ ხელს.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ
„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას~ - ასომთავრული, ნუსხური და მხედრული
დამწერლობის თანაარსებობის უწყვეტ ტრადიციას - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
წინამდებარე კატალოგში წარმოდგენილია ქართული ანბანის სამი მხატვრული ვერსია: თანამედროვე,
ძველი (ასომთავრული) ანბანის და ქართული ორნამენტის მხატვრული კომპოზიციის სახით.
მთავარი
საკონტაქტო ინფორმაცია
0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ. (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com