პრეზენტაცია ნუკრიანში
 2013 წლის 23 თებერვალს, სათემო კავშირმა ,,ნუკრიანი“ გამართა პროექტის -,,ჩვენ ვსწავლობთ“- პრეზენტაცია. პროექტი დაფინანსებულია ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო“-ს მიერ. პროექტის მხარდამჭერია ასევე სათემო განვითარების ცენტრი, რომელიც სათემო კავშირს ”ნუკრიანი” ინსტიტუციონალურ განვითარებაში ეხმარება. 

პროექტის ”ჩვენ ვსწავლობთ” მიზანია: სოფელ ნუკრიანის კულტურის სახლის / ბიბლიოთეკის ბაზაზე - სათემო განათლების ცენტრის შექმნა და სათემო განათლების ცენტრის მეშვეობით სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის არაფორმალური კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება.

პროექტში მონაწილეობას მიიღებს 20 ახალგზარდა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან. 4 თვიანი სასწავლო პროგრამა ხელს შეუწყობს, მონაწილე ახალგაზრდების ზოგადი კომპეტენციების გაუმჯობესებას; მათ ჩართვას საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამებში; ძირითად სასწავლო კურს წარუძღვებიან CSVI საქართველოს წარმომადგენლები; ჯგუფს ორგანიზაციის ”ტფილისის ჰამქარი” წარმოამადგენელი წაუკითხავს ლექციას კულტურული მემკვიდრეობის, ხოლო ”საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” მეხსიერების კვლევის და ზეპირი ისტორიების ჩაწერის შესახებ. გათვალისწინებულია ასევე ლექცია: ეთნოგრაფიასა და ეთნოლოგიაში.

პრეზენტაციას დაესწრნენ სათემო კავშირის ,,ნუკრიანი“ წევრები, ახალაგაზდული ჯგუფის წარმომადგენლები, ”ნუკრიანის” პარტნიორი ორგანიზაციები თბილისიდან, სოფლის მაცხოვრებლები; ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები;