პრეზენტაცია ნუკრიანში
პროექტის ”ჩვენ ვსწავლობთ” მიზანია: სოფელ ნუკრიანის კულტურის სახლის / ბიბლიოთეკის ბაზაზე - სათემო განათლების ცენტრის შექმნა და სათემო განათლების ცენტრის მეშვეობით სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის არაფორმალური კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება.
პროექტში მონაწილეობას მიიღებს 20 ახალგზარდა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან. 4 თვიანი სასწავლო პროგრამა ხელს შეუწყობს, მონაწილე ახალგაზრდების ზოგადი კომპეტენციების გაუმჯობესებას; მათ ჩართვას საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამებში; ძირითად სასწავლო კურს წარუძღვებიან CSVI საქართველოს წარმომადგენლები; ჯგუფს ორგანიზაციის ”ტფილისის ჰამქარი” წარმოამადგენელი წაუკითხავს ლექციას კულტურული მემკვიდრეობის, ხოლო ”საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” მეხსიერების კვლევის და ზეპირი ისტორიების ჩაწერის შესახებ. გათვალისწინებულია ასევე ლექცია: ეთნოგრაფიასა და ეთნოლოგიაში.
პრეზენტაციას დაესწრნენ სათემო კავშირის ,,ნუკრიანი“ წევრები, ახალაგაზდული ჯგუფის წარმომადგენლები, ”ნუკრიანის” პარტნიორი ორგანიზაციები თბილისიდან, სოფლის მაცხოვრებლები; ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები;
მთავარი
საკონტაქტო ინფორმაცია
0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ. (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com