ნუკრიანის ფესტივალი 2013
    Facebook Tweeter Print

სათემო კავშირი ნუკრიანი

და

სათემო განვითარების ცენტრი - CDC

2013 წლის 5 ოქტომბერს  

გ  ი  წ  ვ  ე  ვ  თ

,,ხალხური რეწვის, კულინარიისა და შემოქმედების ფესტივალზე-ნუკრიანი2013’’

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება:

  • მუნიციპალიტეტში მოქმედი ხალხური რეწვის სახელოსნოების და ინდივიდუალური ოსტატების პროდუქცია;
  • ეთნოგრაფიული კუთხ;
  • ჩატარდება ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი;
  • გაიმართება ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა (აგრობაზარი);
  • ტრადიციული ქართული სამზარეულო;
  • ადგილობრივი ღვინისა და ბიოლოგიურად სუფთა ღვინის გაყიდვა;
  • მოეწყობა  სპორტული ღონისძიებები;
  • ფოტო - გამოფენა –გაყიდვა;
  • ფესტივალის დახურვა – კონცერტი;

 

ფესტივალი გაიმართება სოფელ ნუკრიანში, ნუკრიანის კულტურის სახლის მიმდებარე მოედანზე. დასაწყისი  13: 00 საათი

 

    

ფესტივალის  მხარდამჭერები:

  • საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
  • Diakonisches  Werk der EKD, BfdW, Deutschland
  • კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი-კავკასიური სახლი
  • სათემო ორგანიზაცია ნუკრიანი
  • სათემო განვითარების ცენტრი
  • ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ 
  • სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა
  • შ.პ.ს. ინტერ +

 

„კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი-კავკასიური სახლისა’’ და „სათემო განვითარების ცენტრის’’ მიერ დღემდე ნუკრიანში, სოფლის მხარდასაჭერად მრავალი პროგრამა განხორციელდა და მათი ხელშწყობით დაიწყო ყოველწლიური ფეტსივალის ორგანიზებაც 2009 წელს. ადგილზე ფესტივალის ორგანიზებას სათემო კავშირი „ნუკრიანი“ ახორციელებს.

ფესტივალის მიზანია:  ხელი შეუწყოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტურისტული პროცესების გააქტიურებას, შემოსავლის მომტანი საქმიანობების განვითარებას, არსებული სახელოსნოების და ხალხური რეწვის პროდუქციის პოპულარიზაციას, ტრადიციული ხელობების წარმოჩენას, მუნიციპალიტეტის კულტურული სერვისების გაუმჯობესებას და სოფლის ცხოვრების გამრავალფეროვნებას. სწორედ იმ მიზნით, 2013 წლის 5 ოქტომბერს გვეწვიეთ სოფელ ნუკრიანში ,,ხალხური რეწვის, კულინარიისა და შემოქმედების ფესტივალზე-ნუკრიანი2013’’

მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ნუკრიანი, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია.

 

,,სათემო განვითარების ცენტრი“

სათემო ორგანიზაცია ,,ნუკრიანი“

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
E-mail: satemocdc@gmail.com

 

 

 



მთავარი

საკონტაქტო ინფორმაცია
 

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com