ნუკრიანის ფესტივალი 2011
    Facebook Tweeter Print

უკვე მესამე წელია სოფელ ნუკრიანში ტრადიციად იქცა ხალხური რეწვის, კულინარიისა და შემოქმედების ფესტივალის ჩატარება; ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერია ორგანიზაცია ,,პური მსოფლიოსთვის”;

წელს ფესტივალი სოფელ ნუკრიანში 15 ოქტომბერს გაიმართება და სტუმრებს ტრადიციულად სოფლის ცენტრში, საჯარო სკოლის მიმდებარე სტადიონზე უმასპინძლებს.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: სათემო განვითარების ცენტრი და სათემო კავშირი ნუკრიანი; 


თქვენ საშუალება გექნებათ დაათვალიეროთ კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოქმედი ხალხური რეწვის სახელოსნოებისა და ოსტატების ნამუშევრები; შეიძინოთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი აგრო ბაზარზე; მოუსმინოთ ხალხური შემოქმედების კონცერტს და 15 ოქტომბერი სასიამოვნო გარემოში გაატაროთ.

გელით

სათემო განვითარების ცენტრი
სათემო კავშირი ნუკრიანი


ფესტივალი ტარდება პროექტის ,,შემოსავლის მომტანის საქმიანობებისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით” ფარგლებში, ორგანიზაცია ,,პური მსოფლიოსთვის’’ დაფინანსებით


 



მთავარი

საკონტაქტო ინფორმაცია
 

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com