ნუკრიანის და ნაფარეულის სახელოსნოების გამოფენა-გაყიდვა
    Facebook Tweeter Print

2014 წლის 20 ივნისს 16: 00 საათზე სათემო განვითარების ცენტრი - CDC გიწვევთ გამოფენაზე –„ქართული ორნამენტი“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნუკრიანისა და ნაფარეულის სახელოსნოების/სოციალური საწარმოების ხელნაკეთი ნივთები და ხალხური რეწვის ნიმუშები. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის თაფლის მწარმოებელ ქალთა პროდუქცია. გაიმართება ქართული ფოლკლორის კონცერტი.

სათემო განვითარების ცენტრი რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით მუშაობს. ერთ-ერთი – სოფლად შემოსავლის მომტანი საქმიანობის, ქალთა თვითდასაქმებისა და განვითარების ხელშეწყობაა, სწორედ ამ მიზნით სოფელ ნუკრიანსა და ნაფარეულში ხალხური რეწვის სახელოსნოების დაფუძნებასა და განვითარებას უწყობს ხელს. სახელოსნოში სოფელში მცხოვრები ქალბატონები არიან დასაქმებული და  უმრავლესობისათვის სახელოსნოები თვითრეალიზაციის და შემოსავლის ერთადერთი საშუალებაა. სათემო განვითარების ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს  სახელოსნოების, როგორც სოციალური საწარმოების გაძლიერებასა და განვითარებას, რაც ქალთა თემის გააქტიურებისა და  სოფლის განვითარებაში უფრო აქტიური მონაწილეობის წინაპირობაა. სოციალური საწარმო ორმაგ მიზანს ემსახურება: ეკონომიკურსა და სოციალურს. აქედან უმთავრესი – სოციალურია. ეკონომიკური მიზანი კი მხოლოდ სოციალური მიზნის მიღწევის საშუალებაა. მნიშვნელოვანია სოციალური საწარმოს წვლილი სოციალური პრობლემების მოგვარებასა და თემის განვითარებაში. ნუკრიანისა და ნაფარეულის სახელოსნოებიც სოციალურ მიზნებს ემსახურება: უმუშევარი ქალების დასაქმებას, მათ ჩართვას სათემო განვითარების პროცესებში;  

გამოფენაზე მოსვლით მონაწილეობას მიიღებთ სახელოსნოებისა და თემის განვითარების უწყვეტ პროცესში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნუკრიანისა და ნაფარეულის სოციალური საწარმოების მიერ დამზადებული:

  • მინანქრის სამკაულები
  • ქვილთისა და თექის აქსესუარები
  • კერამიკის ნივთები
  • თაფლი და თაფლზე დამამზადებული პროდუქცია
  • საოჯახო მურაბები და ჯემები
  • სხვადასხვა მცენარეებსა და ბალახეული ჩაი
  • სხვადასხვა ტიპის ტექსტილი და საოჯახო ნაწარმი
  • კერამიკის პროდუქცია 

მისამართი: თბილისი, გალაკტიონის ქ. # 20 კავკასიური სახლის ეზო.



მთავარი

საკონტაქტო ინფორმაცია
 

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com