მზადება ”თელავის ფესტივალისათვის” უკვე დაიწყო
    Facebook Tweeter Print
მზადება ”თელავის ფესტივალისატვის” უკვე დაიწყო
ფესტივალისთვის, რომლის ჩატარებაც 2013 წლის ოქტომბერში იგეგმება, მზადება უკვე დაიწყო. 
ფესტივალის დანიშნულებაა - კახეთის რეგიონის მომავალი კულტურული განვითარების ხელშეწყობა; უფრო კონკრეტულად კი ის მიზნად ისახავს: 
• უნიკალური, რეგიონისათვის დამახასიათებელი ტრადიციების შენარჩუნებას, მათ განვითარებას, მაღალი ხარისხის და შინაარსის განმსაზღვრელი კრიტერიუმების შემუშავებას და ბუნებრივი გზებით თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანას; 
• სამოქალაქო აქტიობის ამაღლებას და ახალგაზრდების ჩართულობას რეგიონში მიმდინარე კულტურულ პროცესებში;
• პერმანენტული სამუშაო და საექსპოზიციო სივრცეების ხელშეწყობას თელავის მუნიციპალიტეტში; 
თელავის ფესტივალის ინიციატორი ფონდი თღAM -ია, 2012 წელს ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაო ჩაატარა თელავში, კულტურის სფეროში არსებული საჭიროებებისა და განვითარების შესაძლებლობების მოკვლევის მხრივ. დღეს უკვე სხვადასხვა ორგანიზაციები უჭერენ მხარს თელავის ფესტივალის იდეას:
1. ფონდი თღAM
2. თელავის კულტურის სამსახური 
3. შემოქმედებითი და საზოგადოებრივი განვითარების ცენტრი (ბუდაპეშტი)
4. საქართველოს აბრეშუმის მუზეუმი
5. სათემო განვითარების ცენტრი
6. საქართველოს ტექსტილის ჯგუფი
7. თიხის ოფისი 
8. მედია-კაფე თელავი
ფესტივალის მხარდამჭერია ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
ფესტივალი შექმნის ერთგვარ პლატფორმას განათლებისათვის, პროფესიული განვითარებისა და ცოდნის/გამოცდილების გაზიარებისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის ერთკვირიანი აქტიური პროგრამა ოქტომბერში ჩატარდება, ორგანიზატორების სურვილია მას პერმანენტული ხასიათი ჰქონდეს, ამიტომ მოსამზადებელი ეტაპი არა მხოლოდ ტექნიკური საკითხების მოგვარებას მოიცავს, არამედ სხვადასხვა სემინარის, მასტერკლასის, კვლევის, საჯარო ლექციისა და დისკუსიის ორგანიზებასაც გულისხმობს ქ.თელავში;
სწორედ ამ მიზნით 16-17 იანვარს თელავში პირველი ფართომასშტაბიანი შეხვედრა გაიმართა თელავის მედია-კაფეში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქ. თელავის კულტურის სამსახურის, მუზეუმის, თეატრი, უნივერსიტეტის და კულტურის სფეროში მოქმედი მუნიციპალური არაკომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლება და დაინტერესებულმა პირებმა; ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა ფესტივალის სახელწოდებაზე, ადგილებზე სადაც ის გამართება, მონაწილეებზე და დეტალურ კონცეფციაზე; ასავე იმაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მუდმივმოქმედი ფესტივალის იდეა, რომ მან ქალაქში რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული ადამიანი მოიზიდოს.





ფესტივალისთვის, რომლის ჩატარებაც 2013 წლის ოქტომბერში იგეგმება, მზადება უკვე დაიწყო. 
ფესტივალის დანიშნულებაა - კახეთის რეგიონის მომავალი კულტურული განვითარების ხელშეწყობა; უფრო კონკრეტულად კი ის მიზნად ისახავს: 




  •  უნიკალური, რეგიონისათვის დამახასიათებელი ტრადიციების შენარჩუნებას, მათ განვითარებას, მაღალი ხარისხის და შინაარსის განმსაზღვრელი კრიტერიუმების შემუშავებას და ბუნებრივი გზებით თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანას; 
  • სამოქალაქო აქტიობის ამაღლებას და ახალგაზრდების ჩართულობას რეგიონში მიმდინარე კულტურულ პროცესებში;
  • პერმანენტული სამუშაო და საექსპოზიციო სივრცეების ხელშეწყობას თელავის მუნიციპალიტეტში; 
თელავის ფესტივალის ინიციატორი ფონდი TRAM-ია, 2012 წელს ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაო ჩაატარა თელავში, კულტურის სფეროში არსებული საჭიროებებისა და განვითარების შესაძლებლობების მოკვლევის მხრივ. დღეს უკვე სხვადასხვა ორგანიზაციები უჭერენ მხარს თელავის ფესტივალის იდეას:
  • ფონდი TRAM
  • პლატფორმა ხელოვანთა და ფილოსოფოსთათვის TASWIR (გერმანია)
  • თელავის კულტურის სამსახური 
  • შემოქმედებითი და საზოგადოებრივი განვითარების ცენტრი (ბუდაპეშტი)
  • აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
  • საქართველოს ტექსტილის ჯგუფი 
  • სათემო განვითარების ცენტრი
  • თიხის ოფისი 
  • მედია-კაფე თელავი
ფესტივალის მხარდამჭერია ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
ფესტივალი შექმნის ერთგვარ პლატფორმას განათლებისათვის, პროფესიული განვითარებისა და ცოდნის/გამოცდილების გაზიარებისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის ერთკვირიანი აქტიური პროგრამა ოქტომბერში ჩატარდება, ორგანიზატორების სურვილია მას პერმანენტული ხასიათი ჰქონდეს, ამიტომ მოსამზადებელი ეტაპი არა მხოლოდ ტექნიკური საკითხების მოგვარებას მოიცავს, არამედ სხვადასხვა სემინარის, მასტერკლასის, კვლევის, საჯარო ლექციისა და დისკუსიის ორგანიზებასაც გულისხმობს ქ.თელავში;
სწორედ ამ მიზნით 16-17 იანვარს თელავში პირველი ფართომასშტაბიანი შეხვედრა გაიმართა თელავის მედია-კაფეში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქ. თელავის კულტურის სამსახურის, მუზეუმის, თეატრის, უნივერსიტეტის და კულტურის სფეროში მოქმედი მუნიციპალური არაკომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და დაინტერესებულმა პირებმა; ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა ფესტივალის სახელწოდებაზე, ადგილებზე სადაც ის გაიმართება, მონაწილეებზე და დეტალურ კონცეფციაზე; ასავე იმაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მუდმივმოქმედი ფესტივალის იდეა, რომ მან ქალაქში რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული ადამიანი მოიზიდოს.

                                                                


მთავარი

საკონტაქტო ინფორმაცია
 

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com