მიკრომეწარმეობა, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის ინსტრუმენტი
    Facebook Tweeter Print









სათემო განვითარების ცენტრი (
CDC), პარტნიორ ორგანიზაციებთან - კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია (GSMEA) ერთად ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს

 

 

პროექტი „მიკრომეწარმეობა, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის ინსტრუმენტი“  

 

მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის,ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (EWMI / G-PAC) მიერ და მისი მიზანია:

 

მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მიკრო-მეწარმეობის პროგრამების, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის ერთ-ერთი სტრატეგიის სახელმწიფოს სტრუქტურებისათვის წარდგენა და მისი დანერგვის მხარდაჭერა.

 

უკანასკნელი წლების განმავლობაში სხვადასხვა განვითარების აქტიორი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია საერთაშორისო დონორების ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს  სიღარიბესთან ბრძოლის პროგრამებს. ამ მიმართულებით აღსანიშნავია მოწყვლადი ჯგუფებისათვის (ქალები, დევნილები, სოციალურად შეჭირვებული ოჯახები) მიკრო-მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამები, რაც მოიცავს მიკრო  ბიზნესის ადმინისტრირების უნარების სწავლებასა და  საწყის კაპიტალთან წვდომის ხელშეწყობას მცირე გრანტების მეშვეობით.

 

პროექტის გუნდისმიერ განხორციელებული წინასწარი მოკვლევის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ  მოწყვლადი ჯგუფებისათვის მიკრო მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერა სწორი მეთოდოლოგიის გამოყენების პირობებში ეფექტური ინსტრუმენტია სიღარიბესთან ბრძოლის მხრივ; თუმცა აღნიშნული ინსტუმენტი არ არის დამუშავებული ერთიან მეთოდოლოგიურ ჭრილში.

ვფიქრობთ რომ აუცილებელია გაკეთდეს საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების ანალიზი და შემუშავდეს რეკომენდაციები, რომელიც ერთის მხრივ გაზრდის განვითარების აქტიორების ინტერვენციების ეფექტურობას და მეორეს მხრივ გამოყენებულ იქნება სახელმწიფოსთან აღნიშნული მიდგომის ადვოკატირებისათვის.

 

პროექტის ამოცანები:

 

·        მიკრო - მეწარმეობის თემატიკით დაინტერსებული საზოგადოებრივი ინსტიტუტების  მობილიზება;

·        მიკრო-მეწარმეობის ხელშეწყობის საკითხებზე საქართველოში და საერთაშორისო დონეზე არსებული გამოცდილების სისტემატიზაცია და ანალიზი;

·        მიკრო-მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამების შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით რეკომენდაციათა პაკეტის შემუშავება;

·        მიკრო-მეწარმეობის პროგრამების განვითარების თაობაზე სახელმწიფო ინსტიტუციებთან საკომუნიკაციო კამპანიის ჩატარება; 

 

პროექტი 2013 წლის მაისში დაიწყო და 10 თვეს გასტანს. დასასრულს დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება და კვლევის შედეგების ანგარიშის გამოცემა.

 

პროექტით დაინტერესებულიპირები დაგვიკავშირდით: info@satemo.ge

 



მთავარი

საკონტაქტო ინფორმაცია
 

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com