მეთუნეობა თელავის მუნიციპალიტეტში
სათემო განვითარების ცენტრის პროექტის ”შემოსავლის მომტანი საქმიანობებისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით” ფარგლებში 20-21 თებერვალს თელავში ”თიხის ოფისის” წევრები - მუნიციპალიტეტში კერამიკის განვითარების პოტენციალის შესწავლის მიზნით იმყოფებოდნენ. მოხდა კერამიკის არსებული რესურსების (მოქმედი სახელოსნოების, რომლებიც განვითარებას საჭიროებენ, კერძო მეთუნეების, თიხის საბადოების) აღწერა; 2013 წელს სათემო განვითარების ცენტრი კერამიკის სახელოსნოს გახსნას გეგმავს ნაფარეულის სახელოსნოების ბაზაზე.

კერამიკის რესურსის გამოყენება იგეგმება ასევე ოქტომბერში დაგეგმილ თელავის ფესტივალზე ”ახალი ნადიმი” 


 
 
ვარდისუბნის თიხის საბადო. გიგიშა პაჭკორიას ფოტო


 
 ფოტო: გიგიშა პაჭკორია