მცირე ბიზნესის ხელშეწყობა კახეთის რეგიონში
    Facebook Tweeter Print

 

პროექტი „ბიზნესის სტარტისთვის“, 2012 წლის მაისში დაიწყო და ხორციელდება კახეთის სამ მუნიციპალიტეტში, კერძოდ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, ქ. გურჯაანსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში. პროექტის პირველ ეტაპზე გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა 60 ქალი; 6-30 აგვისტოსს პროგრამის მონაწილეებმა გაიარეს 5 დღიანი ტრენინგი მცირე ბიზნესის დაგეგმვაში და მიიღეს დამატებითი კონსულტაციები ბიზნეს-გეგმების შევსებასთან დაკავშირებით.

ამჟამად მიმდინარეობს ბიზნეს-გეგმების ჩაბარების პროცესი; სექტემბრის ბოლო გამოვლინდება 20 გამარჯვებული პროექტი, რომელიც მიიღებს დაფინანსებას გრანტის სახით.

სათემო განვითარების ცენტრი წარმატებას უსურვებს პროგრამის ყველა მონაწილეს.

პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციები:

  • სათემო კავშირი ”ნუკრიანი” 
  • მედია-ცენტრი კახეთი და გაზეთი ”კახეთის ხმა”
  • კავშირი ”ნაფარეული”

 პროექტი ხორციელდება პოლონურ არასამთავრობო ორგანიზაცია B4 -თან პარტნიორობით და თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პოლონეთის საგარეო დახმარების პროგრამის ფარგლებში 2012 წ.




მთავარი

საკონტაქტო ინფორმაცია
 

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com