კონკურსი სათემო/საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის
    Facebook Tweeter Print
სათემო განვითარების ცენტრი, კახეთის რეგიონში (გურჯაანი, სიღნაღისა და თელავის მუნიციპალიტეტებში) გერმანული ორგანიზაცია "პური მსოფლიოს" (BfdW) ფინანსური მხარდაჭერით ახალი, ორწლიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს. პროგრამა "სათემო ინიციატივების განვითარების ხელშეწყობა კახეთის რეგიონში" მიზნად ისახავს ადგილობრივი თემის, საზოგადოების გააქტიურებას და განვითარების პროცესებში მეტი ჩართულობის სტიმულირებას კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. პროგრამა ითვალისწინებს სიღნაღის და თელავის მუნიციპალიტეტში მოქმედი საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებას კონსულტაციების, ტრენინგების, მცირე საგრანტო პროგრამების შეთავაზების გზით.

პროგრამის ადგილობრივი პარტნიორების შერჩევის მიზნით, სათემო განვითარების ცენტრი აცხადებს კონკურსს კახეთის რეგიონის (გურჯაანის, თელავის და სიღნაღის მუნიციპალიტეტები) ადგილობრივი სათემო/საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

** გურჯაანის, თელავის და სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოქმედ რეგისტრირებულ სათემო, საზოგადოებრივ და კულტურის ორგანიზაციებს (მათ შორის სახლ-მუზეუმებს, ბიბლიოთეკებს და ა.შ. ნებისმიერ ააიპ-ს)
** მონაწილე ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული თანდართული განაცხადის ფორმა მიმდინარე წლის 15 მაისამდე ელექტრონულ მისამართზე: info@satemo.ge

შერჩევის კრიტერიუმები:

კონკურსში მონაწილე იურიდიული პირები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

** რეგისტრირებული ორგანიზაცია; 
** მოქმედი გურჯაანის, თელავის ან სიღნაღის მუნიციპალიტეტში;
** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
** შევსებული განაცხადის ფორმა;
** ორგანიზაციაში გაერთიანებული არანაკლებ 2-3 თანამშრომელი;
** მონაწილეობისა და თანამშრომლობისთვის მზაობა. 

კონკურსის შედეგებს შეაფასებს და მონაწილეებს შეარჩევს სათემო განვითარების ცენტრის დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია სათემო განვითარების ცენტრისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებით. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ახალგაზრდულ თემატიკასა და პროგრამებზე.

თანამშრომლობა:

კონკურსის შედეგად თელავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მასშტაბით შერჩეული 5-6 ორგანიზაცია ჩაერთვება ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარების პროგრამაში.

2 წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში შერჩეულ ორგანიზაციებს ვთავაზობთ:

** ორგანიზაციული განვითარების ტრენინგები;
** ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციები შემდეგ თემებზე:

- თემის მობილიზების საკითხები;
- სოფლის საჭიროებების მოკვლევისა და გამოვლენის მეთოდები;
- ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიული საკითხები;
- სამოქალაქო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების სტრატეგიები;

** მონაწილეობა ქსელურ შეხვედრებსა და გამოცდილების გაზიარების პროცესებში.
** მონაწილეობა პროგრამის ფარგლებში შიდა საგრანტო პროგრამაში თემში განსახორციელებელი მცირე მასშტაბის პროექტისათვის დაფინანსების მოსაპოვებლად.

კონკურსის წესით შერჩეულმა ორგანიზაციებმა მონაწილეობა უნდა მიიღოს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში. პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. შერჩეულ მონაწილეებს ელექტრონული ფორმით მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 მაისი. შერჩეულ ორგანიზაციებს პასუხი ეცნობებათ 30 მაისს. 

სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: http://www.jobs.ge/57277/

საკონტაქტო ინფორმაცია:
მიმართულების კოორდინატორი: ქეთევან გოგობერიშვილი
ტელ. (+995 32) 299 83 22
მობილური 577 201 101
ელ.ფოსტა info@satemo.ge



მთავარი

საკონტაქტო ინფორმაცია
 

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com