კოალიცია „ძლიერი თვითმმართველობისათვის“ სამუშაო შეხვედრა
    Facebook Tweeter Print

2013წლის 11 ივნისს, გაიმართა კოალიცია „ძლიერი თვითმმართველობისათვის“ სამუშაო შეხვედრა.კოალიცია მიმდინარე წლის აპრილში შეიქმნა და მისი მიზანია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებული მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის ფართომასშტაბიანი რეფორმის მხარდაჭერა;

რეფორმის ეფექტური განხორციელებისა და მისი შედეგების მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობა. ამ მიზნით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მომუშავე ცხრა ორგანიზაცია გაერთიანდა კოალიციაში ”ძლიერი თვითმმართველობისათვის”.

 

კოალიციაში შემავალ ორგანიზაციებს სწამთ, რომ ცვლილებების გატარებისათვის პოლიტიკურ და სამართლებრივ გადაწყვეტილებების მიღმა აუცილებელია ადგილებზე ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება. შესაბამისად, კოალიცია მიზნად ისახავს სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაციით და შეთანხმებით შეიმუშავოს და განახორციელოს ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარებისთვის მიმართული  ღონისძიებები, რაცადგილებზე რეფორმის მიმდინარეობის შესახებ უკუკავშირის მიღების შესაძლებლობასაც იძლევა.

 

სამუშაო შეხვედრაზე კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა განიხილესკოალიციის მუშაობის ორგანიზაციული და საკოორდინაციო საკითხები და შეიმუშავეს  2013 წლის სამოქმედო გეგმა.

 

კოალიციაში გაერთიანებული არიან შემდეგ ორგანიზაციები:

  1. სათემო განვითარების ცენტრი (თბილისი);
  2. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) (თბილისი);
  3. სამოქალაქო საზოგადოების კვლევისა და განვითარების ასოციაცია (თელავი);
  4. ბიო-მეურნეობათა ასოციაცია ”ელკანა” (თბილისი);
  5. დემოკრატიის ინსტიტუტი (ბათუმი);
  6. ასოციაცია ”ათინათი” (ზუგდიდი);
  7. ფონდი ”აფხაზინტერკონტი” (ქუთაისი);
  8. სათემო კავშირი ”ნუკრიანი” (სიღნაღი)
  9. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (ლაგოდეხი)

 



მთავარი

საკონტაქტო ინფორმაცია
 

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com