კერამიკის სახელოსნო ნაფარეულში

2013 წლის 1 აპრილს, სათემო განვითარების ცენტრმა (CDC), გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოს“ (BfdW)  ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო  პროექტის “სათემო ინიციატივების განვითარების ხელშეწყობა კახეთის რეგიონში“ განხორციელება. პროექტი რამდენიმე კომპონენტისაგან შედგება; ერთ-ერთი კომპონენტი გულისხმობს ნუკრიანის და ნაფარეულის სახელოსნოების (სოციალური საწარმოების) განვითარების ხელშეწყობას. ნაფარეულის სახელოსნოების ბაზაზე იგმემება კერამიკის სახელოსნოს დაფუძნება და ამოქმედება.

 

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (dvv international) საქართველოს ფილიალი, სოფ. ნაფარეულის  კერამიკის სახელოსნოს განვითარებისათვის სათემო განვითარების ცენტრს 4300 ლარის თანადაფინანსებას გადასცემს. თანადაფინანსების ფარგლებში შესაძლებელი გახდება სახელოსნოსათვის დამატებითი ინვენტარის შეძენა.

 

dvv international  უკვე მრავალი წელია ხელს უწყობს საქართველოში ზრდასრულთა განათლებას;  2007 წელს სწორედ dvv international   თანადაფინანსებით და მხარდაჭერით  დაიწყო მუშაობა „ნუკრიანის სახელოსნოებმა“.