კერამიკის კურსი სოფელ ნაფარეულში
ფონდი ტრამის და სათემო განვითარების ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის დაფინანსებით (რევერს ბრეინ დრეინ) ნაფარეულის სათემო განათლების ცენტრის/ნაფარეულის სახელოსნოების ბაზაზე, გერმანიაში მოღვაწე კერამიკოსმა ნონა ოთარაშვილი - ბეჰერმა ვორკშოფი ჩაატარა. 5 დღიანი კურსის ფარგლებში სახელოსნოს წევრებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა თიხასთან მუშაობის სხვადასხვა ტექნიკა და მეთოდი შეისწავლე: თიხის დამუშავებიდან - გამოწვის ჩათვლით.