კახეთის მაფუტკრეთა ასოციაცია
კახეთის მეფუტკრეთა ასოციაცია შეიქმნა 2014 წელს. ასოციაცია დაარსდა ორგანიზაცია World Vision პროგრამის ფარგლებში, რომელიც მეფუტკრეობის განვითარებას ისახავდა მიზნად. სამმხრივი თანამშრომლობა კახეთის მეფუტკრეთა ასოციაციას, World Vision-სა და სათემო განვითარების ცენტრს შორის 2014 წელს დაიწყო. სათემო განვითარების ცენტრმა ასოციაციას ოფისისათვის დაუთმო სივრცე სოფელ ნაფარეულში, სათემო ცენტრის შენობაში. ამავე შენობაშია განთავსებული "ნაფარეულის სახელოსნოები".  ასოციაციის წევრები პროდუქციის კატალოგი მომზადებულია სათემო განვითარების ცენტრის მიერ და გამოცემულია World Vision ფინანსური მხარდაჭერით.