ინიციატივა ცვლილებისათვის - სოლიდარული საქართველო
    Facebook Tweeter Print
სათემო განვითარების ცენტრი აგრძელებს კვლევით-საგამომცემლო სერიას „ინიციატივა ცვლილებისათვის“.
სათემო, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 2015 წლიდან იკვლევს საბჭოთა ოკუპაციამდე საქართველოში თვითორგანიზების, სამოქალაქო ინიციატივის და პასუხისმგებლობის მაგალითებს.

2015-2016 წლებში, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით გამოცემული ორტომეული სწორედ იმ პერიოდის ინიციატორებისა და მათი ძალისხმევის შედეგად სოფლებში წარმართული თვითორგანიზებული მაგალითების შესახებ მოგვითხრობს.

ამჟამად კი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ვიწებთ კვლევას
„ინიციატივა ცვლილებისათვის - სათემო და სამოქალაქო სოლიდარობის მაგალითები საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე”. კვლევა 2021 წელს წიგნად გამოიცემა (სერია: ინიციატივა ცვლილებისათვის, წიგნი 3) და იქ აღწერილი იქნება საზოგადოებრივი ურთიერთდახმარებისა და სოლიდარობის, საერთო საქმისთვის თანხების მოძიების ფორმები და მაგალითები.

სოლიდარობის და ურთიერთდახმარების მიზნით, მოქალაქეთა გაერთიანების და თვითმოქმედების არაერთი მაგალითი ვნახეთ 2020 წელს პანდემიის ჟამს. ამ კუთხით არანაკლები მობილიზება და გვერდში დგომა შეეძლო ჩვენს საზოგადოებას 100 წლის წინაც.

აქ შეგიძლიათ იხილოთ სათემო განვითარების ცენტრის თანამშრომლის, ისტორიკოსი და მკვლევარი ირაკლი ირემაძის ბლოგი, 1920 წლის გორის მიწისძვრის და დაზარალებულთა დასახმარებლად საზოგადოების თვითორგანიზების შესახებ.

სოლიდარული საქართველო. გორის მიწისძვრა

პროექტის პარტნიორია
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია Soviet Past Research Laboratory.
საინფორმაციო მხარდაჭერისათვის მადლობას ვუხდით პორტალს -
რესპუბლიკა100.




მთავარი

საკონტაქტო ინფორმაცია
 

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com