ინიციატივა არ ისჯება ჩვნებები
    Facebook Tweeter Print

ფილმის " ინიციატივა არ ისჯება" ჩვენება რეგიონული ჩვენება-განხილვები იწყება!!!

12 ოქტომბერს 11.00 გელოდებით წნორში, ცოდნის კაფეში ინიციატივა არ ისჯება - ფილმის ჩვენება ცოდნის კაფეში ცოდნის კაფე/Knowledge Cafe

ხოლო 13-ში 13.00 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში, სადაც ჩვენება გაიმართება სათემო ცენტრში - ქალთა საინიციატივო ცენტრი "არბოშიკი"
ინიციატივა არ ისჯება - ფილმის ჩვენება არბოშიკში

15 ოქტომბერს, 15.00 კი, თეთრწყაროში, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი • Tetritskaro Youth Center (რუსთაველის ქ. 27). ინიციატივა არ ისჯება - ფილმის ჩვენება თეთრიწყაროში

რატომ არის დღეს სათემო თვითორგანიზება და თანამშრომლობა, გაერთიანება და სოფლის სასიკეთო ცვლილებებისთვის ერთად ბრძოლა რთული? როგორი იყო თემის თვითორგანიზების გამოცდილება საქართველოში და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ადგილობრივი მოსახლეობა? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს დოკუმენტური ფილმი "ინიციატივა არ ისჯება"

ფილმი " ინიციატივა არ ისჯება" გადაღებულია სათემო განვითარებისა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ერთობლივ კვლევაზე დაყრდნობით, და ასახულია 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციამდე, საქართველოს რეგიონებში კერძო ინიციატივების, ინდივიდუალური ძალისხმევის და ამის შედეგად თემის თანამშრომლობის მაგალითები, მიმართული თემის ინტერესების დაცვასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე.

ჩვენებას და თანმდევ დისკუსიას დაესწრებიან სათემო თვითორგანიზების ისტორიის მკვლევარები ანა მარგველაშვილი (სათემო განვითარების ცენტრი) და ირაკლი ხვადაგიანი (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია) და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მკვლევარი ირაკლი ირემაძე.

ფილმი გადაღებულია და ჩვენება-დისკუსიები იმართება ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით. //



მთავარი

საკონტაქტო ინფორმაცია
 

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com