განვითარების ახალი პროგრამა

სათემო განვითარების ცენტრი, კახეთის რეგიონში (სიღნაღისა და თელავის მუნიციპალიტეტებში) ახალი, ორ წლიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს გერმანული ორგანიზაციაBfdW ფინანსური მხარდაჭერით.

 

პროგრამა „სათემო ინიციატივების განვითარების ხელშეწყობაკახეთის რეგიონში“  მიზნად ისახავს კახეთის რეგიონში  ადგილობრივი თემის, საზოგადოების, გააქტიურებას დაგანვითარების პროცესებში მეტი ჩართულობის სტიმულირებას კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებისგანხორციელების მეშვეობით.

 

პროგრამა2 ძირითადი კომპონენტისგან შედგება

 

1)     ადგილობრივი სათემო ორგანიზაციებისა და ინიციატივების შესაძლებლობების განვითარება: ამ მხრივ ორგანიზაცია იმუშავებს კონკურსის წესით შერჩეულ 5 ადგილობრივ, სოფლის დონეზე მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციასთან  (სათემო, ახალგაზრდული, ქალთა, კულტურის ორგანიზაციები); პროგრამაში ჩართულ ორგანიზაციებს ჩაუტარდებათ ორგანიზაციული განვითარების კონსულტაციები, კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები;იმუშავებენ სტრატეგიულ დოკუმენტებზე და შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დაფინანსება (მცირეგრანტი) პროგრამის ფარგლებში;

 

2)     ადგილობრივი სოციალური საწარმოების (ნუკრიანის და ნაფარეულის სახელოსნოები) შესაძლებლობების განვითარება: აღნიშნული სოციალური საწარმოებისათვის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც ტრენინგები და კონსულტაციების მარკეტინგის სფეროში, ასევე დამატებითი ინვენტარის შეძენა და ახალისაწარმოო (ხალხური რეწვა) მიმართულებების განვითარება; სოფელ ნაფარეულში დამატებით იგეგმება სათემო განათლების ცენტრის დაფუძნება. ცენტრში იმუშავებს ნაფარეულის სახელოსნოები; ცენტრი ადგილობრივ მაცხოვრებლებს სხვადასხვა სერთიფიცირებულ კურსს შესთავაზებს; სოფ. ნაფარეულში, სახელოსნოების ბაზაზე იგეგმება კერამიკის სახელოსნოს ამუშავება.