ფესტივალი: ნუკრიანი 2012

სათემო განვითარების ცენტრი, ,კავკასიური სახლი’ და სათემო ორგანიზაცია ,ნუკრიანი’ წელს უკვე მეოთხედ უმასპინძლებს სტუმრებს უკვე ტრადიციად  ქცეულ ხალხური რეწვის, კულინარიისა და შემოქმედების  ფესტივალზე ,ნუკრიანი 2012’. 

ფესტივალი გაიმართება 20 ოქტომბერს,  ტრადიციულად ნუკრიანის საჯარო სკოლის მიმდებარე მოედანზე.

თქვენ საშუალება გექნებათ დაათვალიეროთ კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოქმედი ხალხური რეწვის სახელოსნოებისა და ოსტატების ნამუშევრები; შეიძინოთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი აგრო ბაზარზე; მოუსმინოთ ხალხური შემოქმედების კონცერტს და 13 ოქტომბერი სასიამოვნო გარემოში გაატაროთ.

ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს სიღნაღის მუნიციპალიტეტში და კერძოდ სოფელ ნუკრიანში ტურისტული პროცესებისა და შემოსავლის მომტანი საქმიანობების განვითარებას; გაამრავალფეროვნოს მუნიციპალიტეტის ცხოვრება.

 

ფესტივალი ტარდება გერმანული ფონდის ,პური მსოფლიოს”  ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის ,შემოსავლის მომტანი საქმიანობებისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით” ფარგლებში.