სოციალური მეწარმეობა კახეთში
    Facebook Tweeter Print

სათემო განვითარების ცენტრი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს 6 თვიანი პროექტის „კახეთის რეგიონში სოციალური საწარმოების შესაძლებლოების განვითარება“ განხორციელებას.

 პროექტის მიზანია კახეთის რეგიონში ქალთა სამი (ნუკრიანის, ნაფარეულის და გულგულას) სოციალური საწარმოს შესაძლებლობების განვითარება და ადამიანური რესურსის გაძლიერების მხარდაჭერა;

 პროექტი შემდეგი კომპონენტებისაგან შედგება:

 ნაფარეულის სახელოსნოების ბაზაზე კერამიკის სახელოსნოს განვითარება, აღნიშნული კომპონენტი ხორციელდება რამდენიმე ფონდის თანადაფინანსებით (შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, BfdW, dv international): სათემო განვითარების ცენტრი,  BfdW მიერ დაფინანსებული პროექტის „სათემო ინიციატივების განვითარების ხელშეწყობა კახეთის რეგიონში“ ფარგლებში სოფელ ნაფარეულში სათემო განათლების ცენტრის გახსნას გეგმავს. სპეციალურად ცენტრისათვის შეძენილ შენობაში იგეგმება ასევე „ნაფარეულის სახელოსნოების“ ტექსტილის, მინანქრის და მეთუნეობის (კერამიკის) სახელოსნოების განთავსება. ზაფხულში ჩატარდება მეთუნეობის კურსი და საწავლო პერიოდში სახელოსნოებში შექმნილი პროდუქცია გამოიფინება 2013 წლის 13-19 ოქტომბერს, თელავის ფესტივალზე „ახალი ნადიმი“.

 ნუკრიანის სახელოსნოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება

ნუკრიანის სახელოსნოები 2007 წელს დაფუძნდა „კავკასიური სახლი“ მხარდაჭერით და მას მერე ფუქნციონირებს. სახელოსნოების მუშაობაში სტაბილურადაა ჩართული ათამდე ქალი. სახელოსნოების მთავარი გამოწვევაა ბიზნესექტორის მსხვილი დაკვეთების შესრულება. სწორედ იმ მიზნით, რომ აღნიშნულმა სახელოსნოებმა შეუფერხებლად შეძლოს ნებისმიერი დაკვეთის ხარისხიანი შესრულება, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის  სააგენტოს მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა მათთვის დამატებითი ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა, კერძოდ საქარგი დანადრაგის, როემლიც უამრავ საშუალებას იძლევა კორპორატიული დაკვეთებისათვის;

 სოციალური საწარმო გულგულას სამკერვალოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება

  სათემო ცენტრმა გულგულამ  ორგანიზაციის სტაბილურობის და ფინანსური მდგრადობის  და ასევე  საკუთარი ბენეფიციარების დასაქმების მიზნით 2011 წელს გადაწყვიტა ეწარმოებინა დამხმარე  ეკონომიკური საქმიანობა და მის ბაზაზე შეიქმნა სოციალური საწარმო-სამკერვალო; ინიიციატივას მხარი დაუჭირა CSRDG - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა. თემში მაცხოვრებლემა 30-მა ქალბატონმა შეისწავლა საბნების და ტანსაცმლის კერვა; თუმცა იქიდან გამომდინარე რომ სამკერვალოში მხოლოდ 3 საკერავი მანაქანაა, მაში სისტემატიურად ჩართული 3 ქალია.  იმისათვის, რომ გაიზარდოს გუგლულას სამკერვალოს შეკვეთები და სამკერვალოში ჩართული პირთა რაოდენობა, რაც თავის მხრივ პოზიტიურად აისახება ადგილობრივი სათემო კავშირის და სოფლის თემის განვითარებაზე, წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში იგეგმება დამატებითი ტექნიკი შეძენა სამკერვალოსთვის.

 სასწავლო ტრენინგი მარკეტინგი და მარკეტინგული სტრატეგია

სამივე სოციალურ საწარმოში დასაქმებული ქალებისათვის, პროექტის ბოლოს ჩატარდება მარკეტინგის და ეფექტური მომსახურების თემაზე კონსულტაციები და ტრენინგი. შემუშავდება გაყიდვების სტრატეგია.  

 „სათემო განვითარების ცენტრის“ ძირითადი მიზანია რეგიონებსა და სოფლებში ზრდასრულთა განათლებისა და კულტურის სტიმულირებით ხელი შეუწყოს უკეთესი ადამიანური კაპიტალის შექმნას, მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს ადგილზე არსებული სამოქალაქო ჯგუფები და საგანმანათლებლო, კულტურული ორგანიზაციები, რათა მათ უფრო ეფექტურად იღვაწონ საკუთარი თემის განვითარებისთვის; აღნიშნული მიზნის მისაღწევად ორგანიზაცია რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით მუშაობს, მათ შორისაა ქალთა შემოსავლის მომტანი  საქმიანობების მხარდაჭერის  პროგრამა. 

 სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, ორგანიზაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სათემო განვითარების საკითხში შემოსავლის მომტანი საქმიანობების მხარდაჭერას და წახალისებას:    ქალთა მიკრომეწარმეობისა (ბიზნესის სტარტაპების დასაფინანსებელი გრანტების გაცემა) და სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობსა;



მთავარი

საკონტაქტო ინფორმაცია
 

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com