ბიზნესი სტარტისთვის - ქალთა მიკრომეწარმეობა კახეთის რეგიონში
    Facebook Tweeter Print


                                

     





ტატო ხუნდაძე

”ბიზნესი სტარტისთვის”

 

„სათემო განვითარების ცენტრის“ ერთ-ერთ პროგრამულ მიმართულებას შემოსავლის მომტანი საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს. 2012 წელს სათემო განვითარების ცენტრს მიეცა საშუალება, გაეხორციელებინა პროექტი ”ბიზნესი სტარტისთვის”.  

 პროექტი მიზნად ისახავდა ქალების მეწარმეობის ხელის შეწყობასა და თვით-დასაქმებას კახეთის რეგიონში (უფრო კონკრეტულად, სოფელ ნუკრიანსა და ნაფარეულში, ქ. გურჯაანში). პროექტის მიზნებისა და შედეგების მიღწევა დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას რეგიონში.

აღნიშნული პროექტი საპილოტოა, რადგან მსგავსი ტიპის ინიციატივები (მცირე ბიზნესის განვითარების  წახალისებისათვის) ”სათემო განვითარების ცენტრს“ აქამდე არ განუხოციელებია. 

 პროექტი განხორციელდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. მას  ორი განმახორციელებელი ჰყავდა: პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია B4 და „სათემო განვითარების ცენტრი“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი და პროექტს პარტნიორობას უწევენ შემდეგი ორგანიზაციები: „სათემო კავშირი ნუკრიანი“, „სათემო კავშირი ნაფარეული“ და `მედია ცენტრი კახეთი“. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არა მათი აქტიური ჩართულობა პროექტში, შეუძლებელი იქნებოდა პროექტის მიზნების სათანადოდ განხორციელება. ამიტომაც, სამომავლოდ ვგეგმავთ ადგილობრივი პარტნიორი ორგანზაციების შესაძლებლობების განვითარებას, რათა ისინი უფრო კვალიფიციურად ჩაერთნონ მსგავსი, შემოსავლის მომტანი საქმიანობების მხარამჭერი, პროექტების განხოციელებაში.

 

პირველ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში ღია კონკურსის წესით შეირჩა 60 ქალი, რომელთაც მცირე ბიზნესი დაწყების სურვილი და იდეა ჰქონდათ;

შერჩეულმა ქალბატონებმა გაიარეს თემატური ტრენინგი, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებისა და წარმოების უმთავრესი სამართლებრივი ასპექტები, ეკნომიკური საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შერჩევა და მისი დარეგისტრირება, ბუღალტერიისა და საგადასახადო სამართლის, მარკეტინგისა და მენეჯმენტის ძირითადი საკითხები, ბიზნეს გეგმის შედგენა და ა.შ. გარდა ამისა, პროექტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პროექტის მთელი ციკლის განმავლობაში შესაბამისი ექსპერტებისგან მიეღოთ კონსულტაციები კონკრეტულ საკითხებზე, ეხებოდა ეს ბიზნესის წამოწყებასა თუ მის გაშლას.

 პროექტში ჩართულმა და გადამზადებულმა ქალებმა კვალიფიური ტრენერებისა და კონსულტანტების დახმარებით მოამზდეს ბიზნეს-გეგმები;

 ნაცვლად თავდაპირველად დაგეგმილი 20-ისა, დაფინანსება მიიღო 23 ქალბატონმა. საკონკურსოდ შემოტანილი, შესაბამისად დაფინანსებული ბიზნესები შესაძლებელია პირობითად დაიყოს სამ ჯგუფად: მომსახურების სფერო (სერვისი), ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. ეს განპირობებული იყო, ერთი მხრივ, სამიზნე თემების გარემო-პირობების გათვალისწინებით, მეორე მხრივ კი – საგრანტო თანხის შეზღუდულობიდან გამომდინარე. დაფინანსებული ბიზნესებიდან, თვალსაჩინოებისთვის აღსანიშნავია: საკონდიტრო ბიზნესი, სილამაზის სალონი, მეფუტკრეობა, მესაქონლეობა, სასათბურე მეურნეობა, საოჯახო სასტუმრო, სატბორე მეურნეობა და ა.შ.

ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია, ისაუბრო პროექტის წარმატება-წარუმატებლობაზე, რადგან ბიზნეს-გეგმები მხოლოდ 2 თვეა, რაც ხორციელდება. მიუხედავად ამისა,  შეიძლება ითქვას რომ პროექტმა „ბიზნესი სტარტისთვის“, ათეულობით ქალბატონს დააძლევინა უიმედობისა და უსუსორობის განცდა, განპირობებული მრავალწლიანი „ოჯახური იზოლაციით“. როგორც პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ თამარ მირიანაშვილმა აღნიშნა, საკუთარი საქმის წამოწყებით მან შეძლო დაეთრგუნა მრავალწლიანი გაუცხოება საზოგადოებისგან და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულიყო. სწორედ მისი სოციალური მხარე ხდის პროექტს უაღრესად მნიშვნელოვანს.

 

პროექტი ,,ბიზნესი სტარტისთვის დაფინანსებული პროექტები

 

გვარი, სახელი

განხორციელების ადგილი

თანხა

ლარი

საქმიანობა

ნიკოლაიშვილი ლიანა

გურჯაანი

3000

,,დააგემოვნე კახეთი’’: სოფლის სახლი, ტრადიციული კახური სამზარეულო და ღვინის ასორტიმენტი/სადეგუსტაციო მარანი

მამულაშვილი თამარ

გურჯაანი

2980

ტრადიციული კახური ჩურჩხელის დამზადება და რეალიზაცია

მირიანაშვილი თამარ

ნუკრიანი

3000

შერეული ტიპის მაღაზია სოფელში

ბეჟაშვილი მარიამ

ნუკრიანი

2900

სარიტუალო დარბაზი სოფელში: სველი წერტილების მოწესრიგება

თანდაშვილი ნანა

ნუკრიანი

2500

მესაქონლეობა: ხბოების შეძენა, გაზრდა, რეალიზაცია

ყალაბეგაშვილი თამარ

ნუკრიანი

2975

ეთნოგრაფიული ეზო: ტრადიციული კახური წესით ღვინის,სხვადასხვა კახური ნუგბარის დამზადება და დეგუსტაცია

ნადიკაშვილი თამარ

ნუკრიანი

3000

მეღორეობა: მეხორცული ღორების მოშენება და რეალიზაცია

ბახტურიძე ელენე

ნუკრიანი

3000

მესაქონლეობა: ძროხების მოშენება, რძის პროდუქტების დამზადება და რეალიზაცია

ლომიძე ნეჟნა

ნუკრიანი

2620

ტრადიციული კახური შოთი პურის ცხობა და რეალიზაცია

ცერცვაძე ლელა

ნუკრიანი

2400

მეღორეობა: ბურვაკების შეძენა, გაზრდა და რეალიზაცია

ფირაშვილი ეკატერინე

ნუკრიანი

2500

სილამაზის სალონი: ქალბატონებისთვის თმის შეჭრა, ღებვა

ქუფარაშვილი ცირა

ნუკრიანი

3000

მესაქონლეობა: ძროხების მოშენება და რძის პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია

ოტიაშვილი მზიანა

ნუკრიანი

2600

მებოცვრეობა: ბოცვრების მოშენება და და რეალიზაცია

ბახტურიძე მაყვალა

ნუკრიანი

1165

ტრადიციული კახური ჩურჩხელის დამზადება და რეალიზაცია

ხომიზური ნატალია

ნაფარეული

2785

სატბორე მეურნეობა: სხვადასხვა ჯიშის ლიფსიტების გამოყვანა, გაზრდა და რეალიზაცია

ახალკაციშვილი შორენა

ნაფარეული

1284

სოკოს მოყვანა და რეალიზაცია

კოსალაშვილი თამარ

ნაფარეული

2945

სატბორე მეურნეობა:ტბის სათაო ნაგებობის რეაბილიტაცია, ლიფსიტების შეძენა, გაზრდა და რეალიზაცია

ბერიაშვილი მარიამ

ნაფარეული

2900

სასათბურე მეურნეობა: ბოსტნეულის მოყვანა და რეალიზაცია

ქართლელიშვილი ენდი

ნაფარეული

2995

მეფუტკრეობა: თაფლის და თაფლის სხვადასხვა პროდუქტის წარმოება და რეალიზაცია

ფოთოლაშვილი სოფიო

ნაფარეული

3000

მესაქონლეობა: ძროხების მოშენება და რძის პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია

მახარიაშვილი მარეხი

ნაფარეული

2396

საკონდიტრო ნაწარმის დამზადება და რეალიზაცია

ბერიაშვილი ნანა

ნაფარეული

2970

საკონდიტრო საცხობი, სწრაფი კვება

იოსებაშვილი თინათინ

ნაფარეული

2730

მესაქონლეობა: ძროხების მოშენება და რძის პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია

 



მთავარი

საკონტაქტო ინფორმაცია
 

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com