ახალი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები კახეთის რეგიონში
    Facebook Tweeter Print
სათემო განვითარების ცენტრი, ჟეშუვის (პოლონეთი) რეგიონული განვითრების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს პროექტს „სოციალური ეკონომიკა - კახეთის რეგიონის განვითარების შესაძლებლობა“.  პროექტის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 9 საინიციატივო ჯგუფმა. კონკურსის შედეგად 9 საინიციატივო ჯგუფიდან შეირჩა 4 ჯგუფი, რომლებიც უკვე დარეგისტრირდნენ როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. ეს ჯგუფებია:

1) კოოპერატივი "ვაქირი" (სიღნაღის მუნიციპალიტეტი), რომლის მიზანია წევრთა საოჯახო მარნების პირობებში ღვინის წარმოება და რეალიზაცია.
2) კოოპერატივი "თაფლიანი" (თელავის მუნიციპალიტეტი), რომლის მიზანია თაფლის და თაფლის პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია.
3) კოოპერატივი "ქიზიყის ნექტარი" (სიღნაღის მუნიციპალიტეტი), რომლის მიზანია კუპაჟირებული თაფლის წარმოება და რეალიზაცია.
4) კოოპერატივი "მადლიანი ფუქტაკი" (თელავის მუნიციპალიტეტი), რომლის მიზანია სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალების, ფუტკრის რძის წარმოება.


 თითოეული კოოპერატივი დაფინანსდა 23 000 პოლონური ზლოტის (დაახლოებით 13 179 ლარი) ოდენობით. გარდა პირველადი საინვესტიციო   გრანტისა, შერჩეული კოოპერატივები ოთხი თვის მანძილზე მიიღებენ 1719 ლარის გარდამავალ დაფინანსებას ინსტიტუციური განვითარებისათვის.

სათემო განვითარების ცენტრი მიზნობრივ კოოპერატივებთან სამომავლოდაც გააგრძელებს თანამშრომლობას. 



პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამის მიერ. 

 


მთავარი

საკონტაქტო ინფორმაცია
 

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com