
სათემო განვითარების ცენტრი და კავშირი ,,სათემო ორგანიზაცია ნუკრიანი” 2011 წლის 15-25 ავისტოს, თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე, კერძოდ ომალოში, გამართავს ახალგაზრდულ საზაფხულო ბანაკს.
პროექტი დაფინანსებულია ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს’’ და საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის (dvv international მხარდაჭერით) მიერ.
პროექტის მიზანია: კახეთის რეგიონში არაფორმალური განათლების მეშვეობით, ახალგაზრდების სამოქალაქო აქტიურობის წახალისება, მოხალისეობის ინსტიტუტისა და საზოგადოებრივი განვითარების პროცესებში ახალგაზრდების მეტი ჩართულობის ხელშეწყობა.
სამიზნე ჯგუფები
დაკომპლექტდება სიღნაღის, გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული დეპარტამენტების
და ამ რაიონებში მოქმედი სამი
საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან.
პროექტში ჩართული მუნიციპალიტეტები და ორგანიზაციები:
2) სიღნაღის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული დეპარტამენტი
3) კავშირი ნაფარეული
4) თელავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული დეპტარტამენტი
5) მედია-ცენტრი კახეთი
6) გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული დეპარტამენტი
10 დღის განმავლობაში, 30 მონაწილისათვის მოეწყობა გასვლითი ტურები თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე, ეკოაქციები და რაც მთავარია ბანაკის მონაწილეებს ჩაუტარდებათ საკონსულტაციო ტრენინგები შემდეგ საკითხებზე:
- ზოგადი კომპეტენციების კურსი
- ადვოკატირების კამპანიის წარმოება
- მოხალისეების მართვა
- კულტურული ღონისძიებების ორგანიზება
პროექტის მთლიანი ბიუჯეტია: 7819 აშშ დოლარი
საკონტაქტო ინფორმაცია
0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ. (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com