პროგრამები
    Facebook Tweeter Print

სათემო განვითარების ცენტრის სამუშაო მიმართულებები


1. ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარების პროგრამა:

კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი წარმომადგენლობითი ჯგუფების განვითარების ხელშეწყობა

ადგილობრივ წარმომადგენლობით ჯგუფებს ჩვენ ვუწოდებთ რეგისტრირებულ ან არარეგისტრირებულ სათემო ინიციატივებს, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მუნიციპალურ ააიპ-ებს.

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ჯგუფების შესაძლებლობათა განვითარება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ განმსაზღვრელ მომენტად მიგვაჩნია. ამას აქვს ორი მთავარი ასპექტი:

1)         ადგილზე პრობლემების ყველაზე უკეთ გადაწყვეტა შეუძლია სწორედ ადგილობრივ ჯგუფს. ეს არის დეცენტრალიზაციისა და რეგიონალიზმის ანბანი, რის გარეშეც სრულყოფილი დემოკრატიები, უბრალოდ წარმოუდგენელია. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა ჯერ შორსაა იდიალურისგან, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს ამ გზით სიარული, მანამდე კი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ძლიერი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯგუფებისა და ორგანიზაციების არსებობას.

2)         მიგვაჩნია, რომ მთელი რიგი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება ადგილობრივი ორგანიზაციების ბაზაზე ხელს უწყობს, როგორც ამ ღონისძიების ეფექტურობას, ისე თავად ორგანიზაციის შინაარსობრივ გაძლიერებას.


2. სათემო განვითარების პროგრამა:

სამიზნე თემებში თემის განვითარების პროგრამების განხორციელება, ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად;

2010 წლის 12-13 მაისს ,,კავკასიური სახლის’’ ინიციატივითა და EED ფინანსური მხარდაჭერით ქ. სიღნაღში გაიმართა სამუშაო შეხვედრა  ,,სათემო განვითარება და თემთან მუშაობა’’. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ BfdW/EED-ის პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს რეგიონებში თემის განვითარებაზე მუშაობენ.

სამუშაო შეხვედრაზე შემდეგნაირად განისაზღვრა თემი:

,,თემი განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში მცხოვრებ ადამიანთა ერთობაა, რომლებიც საერთო სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ პირობებში იმყოფებიან და აქვთ მსგავსი ინტერესები, პრობლემები და საჭიროებები’’.

სათემო განვითარების პროგრამა სხვადასხვა ფაზისგან და მიდგომებისგან შედგება და  რამდენიმე წელიწადი გრძელდება  კონკრეტულ თემში;


3. კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერების პროგრამა

კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანების სოციალიზაციისთვის. მოსახლეობის დიდი ნაწილის ჩართვა რაღაც ტიპის ერთიან პროცესში, საშუალებას იძლევა ინერტული თემი და სოფლის ჩამკვდარი კულტუ რული ცხოვრება ცოტა ხნით მაინც გამოაცოცხლოს. ერთობლივ ღონისძიებაში მოსახლეობის მონაწილეობა ხელს უწყობს ,,საერთო საქმის’’ (ცივიც სენსე) დიდი ხნის წინ ატროფირებული გრძნობის რაღაცგვარ რეანიმაციას, ეს კი უპირველესი საფუძველია ზოგადად მოქალაქეობისა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისათვის. ასე რომ, ასეთი ღონისძიებების, როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური მნიშვნელობა უდავოა.

შესაბამისად, პროგრამის ამოცანაა კახეთის რეგიონის ადგილობრივი კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციების (მაგ., სახლ-მუზეუმები, კულტურის სახლები და სხვ.) განვითარების ხელშეწყობა, რათა მათ უწყვეტი კულტურულ-საგანმანათლებლო სერვისები შესთავაზონ საკუთარ თემს.


4. შემოსავლის მომტანი  საქმიანობების მხარდაჭერის  პროგრამა

შემოსავლის მომტანი საქმიანობების მხარდაჭერა ეფუძნება იმ გამოცდილებას, რომელიც დაგროვდა სოფელ ნუკრიანში მუშაობისას, სადაც ,,კავკასიური სახლის’’ რეგიონული პროგრამის ფარგლებში ჩატარებული უფასო სახელობო კურსების შედეგად, ჩამოყალიბდა წარმატებული სოციალური საწარმო ,,ნუკრიანის სახელოსნოები’’.

სამიზნე თემებში შემოსავლების გენერირების მიზნით მცირე საწარმოების იდეის პოპულარიზაცია და ადგილებზე მათი განვითარების ხელშეწყობა, ხალხური რეწვის სახელოსნოების შექმნის წახალისება და მათი განვითარება, სწორედ ,,ნუკრიანის სახელოსნოების’’ გამოცდილების გაზიარებით მოხდება;

დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობა, სოფელში ზრდასრულთა სახელობო განათლების საშუალებით, იქნება ,,სათემო განვითარების ცენტრის’’ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ზრდასრულთა მუდმივი გადამზადება და ადაპტირება თანამედროვე გამოწვევებთან, მნიშვნელოვნად ამცირებს სიღარიბის რისკს.

 



ჩვენ შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია
 

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com