ორგანიზაცია
    Facebook Tweeter Print

,,სათემო განვითარების ცენტრი”  დაფუძნდა 2010 წლის დეკემბრის ბოლოს ,,კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავაკსიური სახლის’’ მიერ.


1999 წლიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მოძრაობის სახით დაწყებული მუშაობა, რომლის დევიზი იყო  ,,გადავარჩინოთ ჩვენი სოფელი”, ეყრდნობოდა ,,კავკასიური სახლის” ზოგად ხედვასა და ღირებულებებს: სოფლის თემის შესაძლებლობების განვითარებას კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობით.

2008 წლიდან რეგიონში  მიმდინარე  ცალკეული პროექტები გაერთიანდა ერთი პროგრამის ქვეშ:  ,,საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო განათლებისა და სათემო განვითარების პროგრამა” და სოფელ ნუკრიანში  დაწყებული საქმიანობა გავრცელდა ქალაქ გურჯაანსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულშიც.

რეგიონში მუშაობის ათწლიანი გამოცდილების საფუძველზე ,,კავკასიურმა სახლმა” გადაწყვიტა, საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო განათლებისა და სათემო განვითარების პროგრამა დამოუკიდებელ ორგანიზაციად დაეფუძნებინა.  

 



ჩვენ შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია
 

0105 თბილისი, გალაკტიონის 20
ტელ.  (+995 32) 299 83 22
ფაქსი: (+995 32) 299 72 61
E-mail: satemocdc@gmail.com