მისია & ხედვა

სათემო განვითარების ცენტრის მთავარი მიზანია საქართველოს რეგიონებისა და სოფლების საერთო კულტურულ და სოციალურ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი გარიყულობის დაძლევა, ადგილებზე ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა;


ჩვენი აზრით, ამ მიმართულებით მდგრადი შედეგების მიღწევა შესაძლებელია საკუთარ პასუხისმგებლობასა და აქტიურ სამოქალაქო ცნობიერებაზე დაფუძნებული თემის განვითარების ხელშეწყობით.


ჩვენი ხედვაა: საქართველოს რეგიონებში თემი უფრო აქტიურად ჩაერთოს საკუთარი განვითარების პროცესებში, გამოხატავდეს მეტ სამოქალაქო აქტივობას და სოლიდარობას, ეს კი შესაძლებელია, თუ ადგილებზე არსებობს უფრო ძლიერი, განათლებული ადამიანური კაპიტალი.


ორგანიზაციის მისიაა: რეგიონებსა და სოფლებში ზრდასრულთა განათლებისა და კულტურის სტიმულირებით ხელი შეუწყოს უკეთესი ადამიანური კაპიტალის შექმნას, მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს ადგილზე არსებული სამოქალაქო ჯგუფები და საგანმანათლებლო, კულტურული ორგანიზაციები, რათა მათ უფრო ეფექტურად იღვაწონ საკუთარი თემის განვითარებისთვის.


ორგანიზაციის გეგმაა, მომავალი ხუთი წლის მანძილზე, კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის, სულ ცოტა, ერთ სოფელში ან ქალაქში განახორციელოს პროგრამული აქტივობები.