ტრეინინგი: მარკეტინგული კომუნიკაცია
    Facebook Tweeter Print


სათემო განვითარების ცენტრი
, მიმდინარე პროექტის ”შემოსავლის მომტანი საქმიანობებისა და რეგიონული განვითარების მხარადჭერა, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით” ფარგლებში, 2012 წ.  ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციებისათვის ტრეინინგების ციკლის ჩატარებას გეგმავს;

ტრეინინგების ციკლი მოიცავს შემდეგ თემატურ შეხვედრებს:

1) მარკეტინგი და მარკეტინგული კომუნიკაცია
2) მცირე ბიზნესის მართვა
3) რეკლამა და ბრენდინგი
4) ეფექტური მომსახურება და სერვისი


ტრეინინგებს დაესწრებიან ”სათემოს” პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და რამდენიმე მოხალისე:

სათემო კავშირი ”ნუკრიანი” 2007 წლიდან ამუშავებს სოციალურ საწარმოს ”ნუკრიანის სახელოსნოები”;  სახელოსნოების მუშაობაში სოფლად მცხოვრები ქალები არიან ჩართულნი; დღეს-დღეისობით ”ნუკრიანის სახელოსნოები” რამდენიმე საწარმოო მიმართულებით მუშაობს: თექის ნაწარმი;დაზგანზე ნაქსოვი და ქვილთის პროდუქცია; სახელონოსების ძირითად შემოსავალს მსხვილი დაკვეთები წარმოადგენს. 


კავშირი ”ნაფარეული” - ასევე მრავალი წელია მართავს ”ნაფარეულის სახელოსნოებს”; თუმცა აღსანიშნავია, რომ 2010-2011 წწ. სათემო განვითარების ცენტრის სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა ”ნაფარეულის სახელოსნოების” ბაზაზე ახალი საწარმოო მიმართულებების დანერგვა; აღიჭურვა და წარმატებით მუშაობს ნაფარეულის მინანქრის სახელოსნო და სუვენირების ხაზი ”თელავური სუვენირი”.


პროექტის მესამე პარტნიორი ორგანიზაციაა მედია ცენტრი-კახეთი და გაზეთი ”კახეთის ხმა”. ”კახეთის ხმა” მალე ქ. თელავში პრეს-კაფეს გახსნის. კაფეში ინტეგრირებული იქნება ასევე გაზეთის რედაქცია.


სამივე ორგანიზაციის მიზანია განავითარო დამხმარე შემოსავლის მომტანი საქმიანობა, საიდანაც შემოსული თანხა საწესდებო მიზნების განხორციელებას, სხვადასხვა სერვისის დანერგვას მიზნობრივი თემისთვის და  ორგანიზაციების მდგრად განვითარებას მოხმარდება.


სათემო განვითარების ცენტრი, გარდა ტრეინინგებისა, 2012 წელს ინტენსიურ კონსულტაციებს გაუწევს აღნიშნულ სოციალურ საწარმოებსა და დამხმარე შემოსავლის მომტან საქმიანობებს და საკუთარი პროგრამების ფარგლებში, მათ მდგრად განვითარებასა და გაძლიერებას დაუჭერს მხარს.


 

Contact information

  • 20, Galaktioni st., 0105 Tbilisi Georgia
  • Tel.: (+995 32) 299 83 22
  • Fax: (+995 32) 299 72 61
  • E-mail: satemocdc@gmail.com