სოფლის ზეიმი - ნაფარეულში
    Facebook Tweeter Print
პროექტის ,,შემოსავლების მომტანი საქმიანობებისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით”, რომელსაც სათემო განვითარების ცენტრი, გერმანული ორგანიზაცია ”პური მსოფლიოსთვის” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, ფარგლებში 10 ნოემბერს, 12 საათზე სოფელ ნაფარეულში სოფლის ზეიმი გაიმართება. მცირე მასშტაბის სასოფლო ფესტივალის მიზანია სოფლის ცხოვრების გამრავალფეროვნება და სოფლის ტრადიციული კულტურის გაცნობა სტუმრებისათვის. ღონისძიების ადგილობრივი ორგანიზატორია კავშირი ”ნაფარეული”.

წელს ზეიმი სოფ. ნაფარეულში პირველად ტარდება. ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ თუკი ღონისძიებას სოფლის მაცხოვრებლები მოიწონებენ იგი ტრადიციულ სასოფლო ზეიმად იქცეს. 



Contact information

  • 20, Galaktioni st., 0105 Tbilisi Georgia
  • Tel.: (+995 32) 299 83 22
  • Fax: (+995 32) 299 72 61
  • E-mail: satemocdc@gmail.com