The coordination meeting
    Facebook Tweeter Print
სათემო განვითარების ცენტრის (ჩDჩ) ინიციატივით და ორგანიზებით, 19-20 დეკემბერს ლოპოტას სასტუმრო კომპლექსში კახეთის რეგიონში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. 
შეხვედრა ჩატარდა ჩDჩ მიმდინარე პროექტის ,,შემოსავლის მომტანი საქმიანობებისა და რეგიონული განვითარების მხარდაჭერა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით’’ ფარგლებში, გერმანული ორგანიზაცია ,,პური მსოფლიოსთვის” ფინანსური მხარდაჭერით. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც თბილისში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო, ასევე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 
საკოორდინაციო შეხვედრის მიზანი იყო, კახეთის რეგიონში სხვადასხვა განვითარების პროგრამებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობებისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გაცვლა. ასევე რეგიონში სამოქალაქო აქტივობების სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ მსჯელობა ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მოქმედი სსო-ებისა და დონორი ორგანიზაციების ჩართულობით; მსგავსი შეხვედრის ორგანიზება სათემო განვითარების ცენტრის პირველი მცდელობა იყო. ამჯერად შეხვედრას მხოლოდ 25 ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა,  რაც რა თქმა უნდა, რეალურად ვერ ასახავს კახეთის რეგიონში მომუშავე ორგანიზაციების რაოდენობას.
გარდა ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლისა და ერთმანეთის მუშაობის უკეთ გაცნობისა, სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა კახეთის რეგიონის მასშტაბით სამომავლო  ქსელურ მუშაობაზეც იმსჯელეს.  დამსწრე ორგანიზაციების წარმომადგენლები პოზიტიურად აფასებენ საკოორდინაციო შეხვედრას და სამომავლოდ მსგავსი ტიპის მუშაობის გაგრძელებას უჭერენ მხარს. სათემო განვითარების ცენტრის ერთ-ერთი პროგრამული ამოცანაა, კახეთის რეგიონის განვითარების მხარდასაჭერად ხელი შეუწყოს კოორდინირებულ მუშაობას არა მარტო რეგიონში მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებს, არამედ სექტორებს შორისაც. აქედან გამომდინარე ორგანიზაცია განაგრძობს მსგავსი საკოორდინაციო, თემატური შეხვედრების ორგანიზებას რეგიონის მასშტაბით და  მომავალ წელს ეცდება საკოორდინაციო სამუშაო შეხვედრის მუშაობაში ადგილობრივი მედიის, ბიზნესის და თვითმართველობის წარმომადგენლებიც ჩართოს. 

The meeting was held in the frameworks of the CDC project “Income Generating Activities and Regional Development Support through Cultural-Educational Programs” and on the basis of financing of the German organization “Bread for the World”. The meeting was attended as by the representatives of Tbilisi social organizations, local NGOs and Community organizations, so by the representatives of donor organizations. The purpose of the coordination meeting was sharing of information on the activities and experience of the social organizations working on various development programs in  Kakheti region and discussing weak and strong sides of the civil activities throughout the region involving CSOs and CBOs functioning on local level. Organization of such meeting was the first attempt of the Community Development Centre. This time the meeting was attended only be the representatives of 25 organizations, which does not reflect the number of organizations functioning in Kakheti in reality.

 

Except sharing of information and experience, the working meeting participants also discussed opportunity of networking in Kakheti. The representatives of attending organizations are positively evaluating the coordination meeting and support organization of such meetings in future. Supporting of coordinated functioning between various organizations working in the region and between the sectors with the purpose of development of Kakheti regions is the major objective of the Community Development Centre. Resulting from the above, the organizations will organize such coordination, thematic meetings in the regions and next year it will try to involve representatives of local media, business and self-governance in such meeting.

 





Contact information

  • 20, Galaktioni st., 0105 Tbilisi Georgia
  • Tel.: (+995 32) 299 83 22
  • Fax: (+995 32) 299 72 61
  • E-mail: satemocdc@gmail.com