კულტურის მუნიციპალური აიპიების საქმიანობის ეფექტურობის კვლევა
    Facebook Tweeter Print

სათემო განვითარების ცენტრი მრავალი წელია მუშაობს საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი სიღნაღის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა და, მათ შორის, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით. ჩვენს მიერ კულტურის სფეროს მხარდაჭერის მიმართულებით შეძენილმა გამოცდილებამ ცხადჰყო, რომ ერთჯერადი პროექტების მეშვეობით სტაბილური განვითარება და შედეგები ძნელად მიიღწევა.  მუნიციპალიტეტში კულტურის ცხოვრების განვითარება კომპლექსურ მიდგომას, უწყვეტი კულტურის სერვისების დანერგვასა და მიწოდებას, ასევე სხვადასხვა პროცესებში აქტორების ჩართულობას და რაც მთავარია ადამიანური კაპიტალის გადამზადებას და კვალიფიკაციის მაღლებას საჭიროებს. თავის  მხრივ კულტურის სფეროს განვითარება პოზიტიურად აისახება ადამიანების განვითარებაზე, თვალსაწიერის გაფართოებასა და შემეცნებითი უნარების ამაღლებაზე. მთავარი გამოწვევა დღეისათვის კულტურის სფეროს არაეფექტური მართვის სისტემაა ადგილობრივ დონეზე.

დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე 2016-2017 წლებში, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარადჭერით განხორციელდა პროექტი: კულტურის მუნიციპალური აიპიების საქმიანობის ეფექტურობის კვლევა. 

პროექტის მიზნი იყო: მუნიციპალური კულტურის სფეროს ეფექტური მუშაობისა და მუნიციპალური კულტურის სერვისების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კულტურის მართვის არსებული მოდელის შესწავლა და ანალიზი  კახეთის ორ მუნიციპალიტეტში (სიღნაღი და დედოფლისწყარო).

კვევის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ: კულტურის მუნიციპალური აიპიების საქმიანობის ეფექტურობის კვლევა. 



Contact information

  • 20, Galaktioni st., 0105 Tbilisi Georgia
  • Tel.: (+995 32) 299 83 22
  • Fax: (+995 32) 299 72 61
  • E-mail: satemocdc@gmail.com