კონკურსი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დასაფუძნებლად
    Facebook Tweeter Print




კუნკურსის შესახებ

სათემო განვითარების ცენტრი და ჟეშუვის (პოლონეთი) რეგიონული განვითრების სააგენტო, აცხადებენ კონკურსს ერთობლივი პროექტის („სოციალური ეკონომიკა - კახეთის რეგიონის განვითარების შესაძლებლობა“) ფარგლებში, სასოფლო-სამეუნრეო კოოპერატივების შექმნის  თაობაზე.

ინფორმაცია პროექტის შესახებ

 

პროექტის ფარგლებში თელავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფუძნებისა და მათი განვითარების ხელშეწყობა საწყისი დაფინანსების უზრუნველყოფით. კონკურსის წესით  შეირჩევა სასოფლო-სამეურნეო სფეროში, კოოპერატიული საქმიანობით დაინტერესებული ჯგუფები (თითო ჯგუფი შედგება მინიმუმ 5 მსურველისაგან/დამფუძნებლისაგან), მოხდება მათი გადამზადება, ბიზნეს-გეგმის შემუშავება, სათანადო კონსულტაციების გაწევა და ბაზისური დაფინანსების გაცემა. სულ პროექტის ფარგლებში დაფინანსდება ოთხი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ თანამშრომლობის პრეცენდენტების გაჩენა რეგიონში, საფუძველს ჩაუყრის მსგავსი ინიციატივების წახალისებას.  

 

თუ

  • არ ხართ დასაქმებული;
  • ხართ შშმ პირი (შესაძლებელია დასაქმებულიც);
  • მუდმივად ცხოვრობთ სიღნაღისა და თელავის მუნიციპალიტეტებში  
  • გაქვთ საინტერესო და ინოვაციური  ბიზნეს იდეა სასოფლო-სამეურნეო სფეროში, რომელსაც განახორციელებთ თქვენს პარტნიორებთან ერთად კოოპერატივის საშუალებით; 
  • გაგაჩნიათ მცირე ფერმერული მეურნეობა (გაქვთ ვენახი, სახნავ-სათესი თუ სხვა);
  • გაქვთ იდეები, თუმცა არ გაქვთ საწყისი ფინანსები, მის განსახორციელებლად
  • გაქვთ სურვილი, რომ თქვენს თანამოაზრეებთან ერთად შექმნათ;  კოოპერატივი სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს თქვენთვის და მომავალში სხვათათვის.

 

მაშინ ეს პროექტი თქვენთვის არის!!!

 

რას გთავაზობთ ჩვენი პროექტი

  • შეირჩევა   30 ბენეფიციარი  (5 წევრისგან შემდგარი 5 საინიციატივო ჯგუფი, სამომავლო კოოპერაციის სურვილით), რომელთაც ჩაუტარდებათ  15 დღიანი (120 საათი) ინტენსიური ჯგუფური ტრეინინგები ბიზნეს პროექტებისა და კოოპერატივების მართვაში, ასევე ინდივიდუალური კონსულტაციები  ბუღალტრული საქმის წარმოებაში, ბიზნესის მართვასა (60 საათი) და კოოპერატივების საქმიანობის სამართლებრივ ასპექტებზე (12 საათი).
  • ტრეინინგების დასრულების შემდგომ ყველა მონაწილე მიიღებს შესაბამის სერთიფიკატს. გარდა ამისა,  პროექტის ბენეფიციარებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ კოოპერატივების კონკურსში, სადაც გამარჯვების შემთხვევაში  მიიღებენ საბაზისო ფინანსურ დახმარებას.
  • შემდგომ ეტაპზე 4  წარმატებული სოციალური საწარმო (კოოპერატივი) საშუალოდ მიიღებს დაახლოებით 13 000 ლარს (23 000 ზლოტს) კოოპერატივების დასაფუძნებლად.
  • დამატებით სამი თვის განმავლობაში თითოეული საწარმო დამატებით მიიღებს 3 თვიან ფინანსურ მხარდაჭერას,  ყოველთვიურად  დაახლოებით 1700 ლარის (3 000 ზლოტის) ოდენობით.
  • ასევე, 3 თვის განმავლობაში დაფუძნებული კოოპერატივების წარმომადგენლები ისარგებლებენ 120 საათიანი (დაახლოებით 15 სრული დღე) სამართლებრივი, საბუღალტრო და მარკეტინგული კონსულტაციებით.

 

იჩქარეთ, აპლიკაციების მიღება შესაძლებელია 30 ივნისამდე!

განაცხადის ფორმა ჩამოტვირთეთ აქ 

 

აპლიკაციების ელ. ვერსია შეგიძლიათ იხილოთ სათემო განვითრების ცენტრის ვებ-მისამართზე: www.satemo.ge. ასევე, აპლიკაციები ამობეჭდილი ფორმით ხელმისაწვდომი იქნება ქვემოთ ჩამოთვლილ საკოორდინაციო ცენტრებში.

 

აპლიკაციები შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: satemocdc@gmail.com ან მოიტანოთ ამობეჭდილი შემდეგ მისამართზე:

 

ორგანიზაციის დასახელება: „კავშირი ნუკრიანი“. მისამართი: სიღნაღი, სოფ. ნუკრიანი, კულტურის სახლის შენობა, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო გოგინაშვილი; კონტაქტი: 555 720 820

ორგანიზაციის დასახელება: „კავშირი ნაფარეული“. მისამართი: თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაფარეული, ადგილობრივი პოლიციის შენობის გვერდით. საკონტაქტო პირი: ნინო ხომიზური; კონტაქტი: 577 67 79 33


                               

 

 

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამის მიერ.

 

 



Contact information

  • 20, Galaktioni st., 0105 Tbilisi Georgia
  • Tel.: (+995 32) 299 83 22
  • Fax: (+995 32) 299 72 61
  • E-mail: satemocdc@gmail.com