ინიციატივა ცვლილებისათვის - ტომი 2
    Facebook Tweeter Print
პუბლიკაცია აერთიანებს სამოქალაქო ჩართულობისა და თემის მობილიზების 10 ისტორიულ მაგალითს საბჭოთა ოკუპაციამდე. კვლევა ჩაატარეს სათემო განვითარების ცენტრმა(CDC), თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა (CCA), საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ და კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგმა - ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით. წიგნში წარმოდგენილი მაგალითები ასახავს სამოქალაქო მონაწილეობას 1921 წლამდე. წარმოდგენილია ისტორიული ფაქტები, რომელიც ცხადყოფს, რომ საბჭოთა ოკუპაციამდე საქართველოში არსებობდა თემის გაერთიანების და სამოქალაქო მობილიზების არაერთი მაგალითი სხვადასხვა საკითხისა და პრობლემის გარშემო. არსებობდა შრომითი გაერთიანებები ანუ ამხანაგობები, რომელთა მიზანი შრომითი რესურსის გაერთიანება იყო; სასოფლო გაერთიანებები, რომლის მიზანი სოფლის მართვის პროცესში მოსახლეობს ჩართულობა იყო, ანდა საზოგადოებრივ-კულტურული გაერთიანებები, რომლებიც ცდილობდნენ სოფლად ან ქალაქში დამატებითი კულტურულ-საგანმანათლებლო სერვისების შექმნას და ამით ადგილობრივი მოსახლეობისათვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. იმავდროულად, მაგალითებში ჩანს ის პრობლემები და დაბრკოლებები, რომლებიც იმჟამინდელი პოლიტიკურ- ეკონომიკური წყობის გამო ხელს უშლიდა სამოქალაქო ინიციატივების გაფართოებას. მკითხველი ნათლად დაინახავს პარალელებს დღევანდელ ვითარებასთან, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი მაგალითები ხშირად ასი და მეტი წლის წინანდელ პროცესებს ეხება.

Contact information

  • 20, Galaktioni st., 0105 Tbilisi Georgia
  • Tel.: (+995 32) 299 83 22
  • Fax: (+995 32) 299 72 61
  • E-mail: satemocdc@gmail.com